Latest news
23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა რა ჰქონდათ განზრახული დამნაშავეებს და რატომ მიატოვეს მირტო ქუჩაში 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ ახალი საჩივარი შეიტანეს იასამნისფერი გზა, რომელიც თავს ზღაპრის გმირად გაგრძნნობინებთ საბერძნეთის ინიციატივას, არასრულწლოვნებისთვის სოც.მედიაზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით კვიპროსი... Cosmote Telekom-ი მეტალიკას კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს ათამაშებს როდემდე უნდა გადავცვალოთ ძველი პირადობები ირაკლიო: ციხიდან გაქცეულმა პატიმარმა გზად ქალი დააყაჩაღა კეფალონია: 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის ახალი დეტალები ვრცელდება ევროპელი პროკურორების ასოციაცია: ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ჩვენს ბერძენ კოლეგენს ΟΠΕΚΕΠΕ-ის საქმის მს...
პარასკევი, აპრილი 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ილიუპოლში თვითმარქვია სტომატოლოგი ამხილეს, რომელიც შესაბამისი ლიცენზიის გარეშე იღებდა პაციენტებს

ილიუპოლში პაციენტის მიერ შეტანილმა საჩივარმა თვითმარქვია ბერძენი სტომატოლოგის უკანონო საქმიანობა ამხილა, რომელიც შესაბამისი საექიმო ლიცენზიის გარეშე იღებდა პაციენტებს. როგორც აღმოჩნდა, მისი უკანონო საექიმო პრაქტიკის მსხვერპლი კიდევ რამდენიმე ადამიანია.

პაციენტი, რომელმაც ის ამხილა ამბობს, რომ საქმე ჰქონდა არაკვალიფიციურ სპეციალისტთან, რომელსაც ჰქონდა მხოლოდ ტექნიკოსის ლიცენზია და არ ჰქონდა პაციენტების მიღების უფლება როგორც თერაპევტ სტომატოლოგს, შესაბამისად ის უკანონოდ და რათქმაუნდა უხარისხოდ წარმართავდა თერაპიულ პროცესს, რასაც თავისთავად სავალალო შედეგები მოჰყვა.

მას შემდეგ, რაც საქმეს მსვლელობა მიეცა, მსხვერპლთა საჩივრებმა ერთმანეთის მიყოლებით იწყო თვითმარქვია სტომატოლოგის უკანონო საქმიანობის დღის სინათლეზე გამოტანა.

„მეგას“ ჟურნალისთან ისაუბრა მამაკაცმა, რომელმაც “ექიმის” უკანონო საქმიანობა ამხილა. ისაუბრეს სხვა დაზარალებულებმაც და გამოხატეს სამართლიანი უკმაყოფილება საექიმო თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლის მსხვერპლიც გახდნენ.

ნახეთ ვიდეო რომელშიც ასახულია ილიუპოლიში თვითმარქვია სტომატოლოგის მსხვერპლთა ჩვენებები.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *