Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
მსოფლიო

ილონ მასკი შვილით ხელში თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა

კვირას ნიუ-იორკში, ე.წ. “თურქების სახლში” ილონ მასკი პრეზიდენტ ერდოღანს მცირეწლოვანი შვილით ხელში შეხვდა.

ერდოღანმა პატარა ბიჭს ბურთი შესთავაზა, ცოტა ხნის შემდეგ კი ილონ მასკს კამერების წინ ჰკითხა თუ სად იყო მისი ცოლი.

52 წლის მასკი უხერხულად იცინოდა. მას სამი სხვადასხვა პარტნიორისგან 10 შვილი ჰყავს. მან ერდოღანს უპასუხა, რომ ბავშვის დედა სან -ფრანცისკოშია, ცოტა ხნის შემდეგ კი დაამატა, რომ ისინი განქორწინდნენ და ის ძირითადად პატარას უვლის.

მასკს 2020 წელს კანადელ მომღერალ გრაიმსთან ბიჭი, სახელად X AE A- XII ეყოლა. მათ კიდევ ორი საერთო შვილი ჰყავთ.

გუშინდელი შეხვედრის დროს შენობაში, სადაც განთავსებულია თურქეთის მუდმივი მისია გაეროში, ერდოღანმა მოუწოდა Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს ააშენოს თავისი რიგით მეშვიდე ავტომწარმოებელი ქარხანა თურქეთში.

ერდოღანმა ასევე გააკეთა მინიშნება, რომ განიხილავს SpaceX-ის თურქეთის კოსმოსურ პროგრამასთან  ერთობლივი  თანამშრომლობის საკითხს და მასკი მიიწვია ავიაკოსმოსური ტექნოლოგიების ფესტივალზე, რომელიც ამ თვის ბოლოს იზმირში გაიმართება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *