Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

პატრაში სასკოლო ავტობუსში ოთხი წლის გოგონა დაავიწყდათ

პატრაში უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ექსპერიმენტულ საბავშვო ბაღში არეულობა გამოიწვია გასულ ხუთშაბათს მომხდარმა ინციდენტმა, როდესაც 4 წლის ბავშვი ავტობუსში დაავიწყდათ.

კერძოდ, გასულ ხუთშაბათს, დილით, ახაიის საქალაქთაშორისო KTEL- ის ავტობუსმა, რომელიც აღნიშნულ  მარშრუტს ახორციელებს ამ სასწავლო სეზონისთვის, ბავშვები დაგეგმილი ადგილიდან  აიყვანა და  საბავშვო ბაღში წაიყვანა.

თუმცა 4 წლის ბაღის გოგონას ავტობუსის სავარძელში ჩაეძინა, ამიტომ როდესაც ავტობუსი ადგილზე მივიდა და ბავშვები ჩავიდნენ, ის შიგნით დარჩა ისე,  რომ არავინ შეუმჩნევია, ხოლო  მძღოლმა სასკოლო კომპლექსი დატოვა და ავტობუსი გააჩერა ისე, რომ სკამზე მძინარე ბავშვი არც დაუნახია.

4 წლის გოგონამ ცოტა ხნის შემდეგ გაიღვიძა და შეშინებულმა აღმოაჩინა, რომ ცარიელ ავტობუსში მარტო იმყოფებოდა, რომელიც სკოლის კომპლექსთან იყო გაჩერებული. ბავშვი ფანჯრებს ხელს ურტყავდა, რა დროსაც ის გამვლელმა ქალმა შეამჩნია და სასკოლო დირექციას აცნობა.

პარალელურად შეატყობინეს  მძღოლსაც, რომელიც ავტობუსთან ახლოს იყო და სასწრაფოდ მივიდა კარების გასაღებად, რომ ბავშვი გადმოსულიყო.

მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან ბაღის გამგე და მშობლები.  გავრცელებული ინფორმაციით, პატარა გოგონა, მიუხედავად თავდაპირველი შოკისა, სასკოლო პროგრამას უპრობლემოდ დაესწრო. მის მშობლებს აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავითარი რეაგირება არ მოუხდენით.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *