Latest news
9 მარტს დაკითხავენ ყოფილ მეან-გინეკოლოგს, რომლის სახლიდანაც ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი ვიდეომასალ... 7 მარტს საბერძნეთში კიდევ 538 ბერძენი დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მარიას და მართას ისტორია: ქალები, რომლებიც ბერძნულ პორტებში გაბატონებულ სტერეოტიპებს ამსხვრევენ ნახევარმარათონის უჩვეულო და გამორჩეული მონაწილეები მარინაკუ ნახევარმარათონის გამარჯვებული უკვე მესამედ გახდა საგზაო პოლიციამ ალკოტესტი მძღოლის ნაცვლად მგზავრს ჩაუტარა პტოლემაიდა: 49 წლის კაცს ძმამ დანით ჭრილობები მიაყენა 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება პენსიონერი ექიმის სახლიდან ბავშვთა პორნოგრაფიის ჩანაწერები ამოიღეს სალონიკი: ChatGPT-ის ლოგოთი დამზადებული სააღდგომო სანთლის შესაძენად რიგებია
ორშაბათი, მარტი 9, 2026
მსოფლიო

ინდოელი ასკეტი, რომელსაც ხელი ზემოთ უჭირავს მსოფლიო მშვიდობისთვის 1973 წლიდან

ინდოელი ასკეტი (სადჰუ), სახელად ამარ ბჰარატი, თითქმის ორმოცდაათი წელია ზემოთ აწეული მარჯვენა ხელით გამოხატავს მხარდაჭერას მსოფლიო მშვიდობისადმი. მან მარჯვენა ხელი ჰაერში ასწია ისე, რომ არასოდეს ჩამოუშვია.

სადჰუს უწოდებენ რელიგიურ ასკეტს ან წმინდა პიროვნებას ინდუიზმში რომელმაც უარყო ყველა ამქვეყნიური სურვილი.

ბჰარატი იყო დაქორწინებული მამაკაცი სამი შვილით, რომელიც მუშაობდა კლერკად ნიუ დელიში 1970 წლამდე, მანამდე, სანამ არ  მიატოვა სამსახური, ოჯახი და მეგობრები, რათა სიცოცხლე მიეძღვნა შივასთვის, ინდუიზმის ერთ-ერთი მთავარი ღვთაებისთვის.

მან ხელი ასწია 1973 წლიდან, როგორც სიმბოლო მისი ერთგულებისა და „ომების წინააღმდეგ ბრძოლისა და მსოფლიო მშვიდობის მხარდაჭერისა.” ამით მან სიცოცხლის ორი წელი გაუძლო გაუსაძლის ტკივილს, მაგრამ საბოლოოდ მისმა მკლავმა ყველა გრძნობა დაკარგა და მკლავის კუნთები ატროფირდა.

ინდოელი სადჰები ხშირად ეწევიან სინანულის ყველაზე მკაცრ ფორმებს, რომლებიც საჭიროებენ უკიდურეს თვითდისციპლინას განთავისუფლებისა და სულიერი გასხივოსნების მისაღწევად.

სადჰუმ  History of Yesterday-ის საინფორმაციო საიტთან ადრე მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „ბევრს არ ვითხოვ. რატომ ვებრძვით ერთმანეთს, რატომ არის ჩვენს შორის ამდენი სიძულვილი და მტრობა? მე უბრალოდ მინდა, რომ ყველა ინდოელმა და მთელმა მსოფლიომ ერთმანეთთან მშვიდობიანად იცხოვრონ“.

ბჰარატი ვეღარ მოხრის მკლავს, რადგან ის ახლა მხოლოდ ძვლოვანი სტრუქტურაა და მისი ფრჩხილები სპირალურ კლანჭებად იქცა. წარმოდგენაც კი ძნელია რამხელა ტკივილს გაუძლო! სწორედ თვითდასჯის ასეთმა ექსტრემალურმა ფორმებმა და ამ ქმედებების მიღმა მოტივაციამ აქცია ინდუისტური ასკეტიზმი არაინდოელების, მათ შორის თვით ალექსანდრე მაკედონელის დიდი ინტერესის თემად.

მსოფლიო მშვიდობა არის ის, რაზეც ინდოეთის სულიერი ცხოვრების საფუძველი იყო და რაზეც მისი წმინდა წიგნები საუკუნეების მანძილზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *