კაცს, რომელიც მეუღლეს საჭმლის გამო დაესხა თავს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს
კაცს, რომელიც მეუღლეს საჭმლის გამო დაესხა თავს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს
2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 46 წლის კაცს ოჯახური ძალადობისთვის.
კაცი მეუღლეს გუშინ ღამით, უმნიშველო მიზეზის გამო დაესხა თავს მათი 3 არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. ჩხუბის მიზეზი, როგორც მეუღლემ სასამართლო პროცესზე გადანცხადა, საჭმელი აღმოჩნდა, რომელიც უნდა მოემზადებინა.
ეს არ ყოფილა პირველი ძალადობის შემთხვევა. ქალმა განაცხადა, რომ 3 წლის წინ იმავე შემთხვევის გამო ჰქონდა საჩივარი შეტანილი, თუმცა წყვილმა შუამავალის დახმარებით გადაწყვიტა ოჯახური სიმშვიდის აღდგენა და საქმე სასამართლომდე აღარ მივიდა.
თავად კაცი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ თავს იცავდა როცა მაგიდას ხელი ჰკრა.
Facebook Comments Box
