Latest news
კვიპროსის ცნობილი ჰალუმი – ტრადიცია, რომელიც საუკუნეებს ითვლის საბერძნეთის პარლამენტი შშმ პირებისთვის პერსონალური ასისტენტის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალი უახლოეს დღეებში საბერძნეთში ჩავა ათერიდისი მის წინააღმდეგ წამოჭრილ კრიტიკას პასუხობს  დემოგრაფიული კრიზისის ფონზე საბერძნეთში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სტუდენტთა მობილობის წესის გამარტ... ღეორღიადის: იმედია დამნაშავე სამაგალითოდ დაისჯება - აუცილებლად მოვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას სიზმანოღლიოს საავადმყოფოში ხანძრის გაჩენის მიზეზი სიგარეტის ნამწვავი გახდა ჯავედ ასლამს საბერძნეთში თავშესაფრის სტატუსი შეუნარჩუნდა – ემიგრაციის სამინისტრომ ჯავედ ასლამის გასა... იოანნინა: არასრულწლოვანი ალკოჰოლური ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 2 პირს, რომელიც ვაღია ნესტორას მკვლელობის ბრალდებით დააკავეს
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
საბერძნეთიUncategorized

კერაცინი: უგონო მდგომარეობაში იპოვე მოხუცებული წყვილი საკუთარი სახლის აივანზე

კერაცინი: უგონო მდგომარეობაში იპოვე მოხუცებული წყვილი საკუთარი სახლის აივანზე

ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე მოხუცებულმა წყვილმა კერასინიდან, რომელთა ცხედრებიც საკუთარი სახლის აივანზე გვერდიგვერდ იპოვეს.

ტელემაუწყებელი MEGA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად წყვილი შვილიშვილმა იპოვა, რომელიც კვირაში ერთხელ, ყოველ შაბათს სტუმრობდა ბებიას და ბაბუას.

“მივედი რომ პური მიმეტანა. წინა დღით დედამაც ნახა, კარგად იყვნენ.. მამაჩემი ხელში ჩამაკვდა, მათ თვალწინ და ამ ამბის შემდეგ ძალიან რთულ მდგომარეობაში იყვნენ ფსიქოლოგიურად. 15 წლის იყვნენ როცა ერთმანეთი გაიცნეს და მას შემდეგ ხელი არ გაუშვიათ ერთმანეთისთვის. ზუსტად ასე, ხელჩაკიდებულები ვნახე აივანზეც.” – განაცხადა შვილიშვილმა.

წყვილმა შვილი ერთი წლის წინ დაკარგა და სწორედ დარდი გახდა მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის დამძიმების მიზეზი.

“გულის შეტევით გარდაიცვალა მათი შილი და მას შემდეგ დამძიმდა მათი მდგომარეობა. დარდმა გადაიყოლა მშობლები.” – განაცხადა მეზობელმა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *