Latest news
6 ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული 59 წლის კაცი სასამართლოში გადაიყვანეს ელენიკოს პარკი - ათენის ახალი მწვანე სივრცე აგიტის მღვიმე - დრამაში მდებარე მიწისქვეშა იდუმალი სამყარო პროგრამა “პირადი დამხმარე” მუდმივ ხასიათს იძენს რუანდა და უგანდა ”დაბრუნების ცენტრების” 2 მთავარ ვარიანტად განიხილება დაინტერესებული პირები დასაქმების პროგრამაზე განცხადებების გაკეთებას 18 აგვისტომდე შეძლებენ საბერძნეთი: ატიკის გუბერნატორი ქალაქში მომრავლებული კოღოების წინააღმდეგ ზომებს იღებს საბერძნეთი: კიდევ ერთი თვითმკვლელობის შემთხვევა მეტროში საბერძნეთის სახელმწიფო ხანძრის შემდგომი ეროზიისა და წყალდიდობების პრევენციის სამუშაოებს იწყებს Marfin-ის საქმე: წინასწარი პატიმრობა შეეფარდა საქმის მესამე ბრალდებულსაც
ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
Uncategorized

კვიპროსის ცნობილი ჰალუმი – ტრადიცია, რომელიც საუკუნეებს ითვლის

კვიპროსის ცნობილი ჰალუმი – ტრადიცია, რომელიც საუკუნეებს ითვლის

ჰალუმი კვიპროსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული პროდუქტია. მისი დამზადების ტრადიცია შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს, დღეს კი ევროკავშირის მიერ დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი აქვს, რაც მას ავთენტურობის შენარჩუნებაში ეხმარება.

ხარულა კუპარისი ჰალუმის დამზადების მესამე თაობის ოსტატია, ამბობს, რომ მათი ოჯახის წარმატების მთავარი საიდუმლო მაღალი ხარისხის ნედლეული და ტრადიციული მეთოდებია. მისი თქმით, ყველის დასამზადებლად მხოლოდ საკუთარი ფერმის რძეს იყენებენ, ხოლო განსაკუთრებული გემოს მისაღებად ნარევს ზღვის წყალს უმატებენ.

ჰალუმი ძირითადად ცხვრისა და თხის რძისგან მზადდება, ზოგჯერ კი ძროხის რძეც ემატება. მისი წარმოების პროცესში შედედებული ყველი ჯერ ფორმებში იწურება, შემდეგ კი შრატში იხარშება, რაც მას ელასტიკურ სტრუქტურას ანიჭებს. სწორედ ამიტომ ჰალუმი შეწვისა და გრილზე მომზადებისას არ დნება. საბოლოოდ მას მარილით ამუშავებენ, შიგნით პიტნის ფოთლებს ათავსებენ და მარილწყალში აძველებენ, რაც მის უნიკალურ არომატსა და გემოს აყალიბებს.

მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლები გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან, ჰალუმი მსოფლიოში კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს და კვიპროსის გასტრონომიის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ რჩება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *