კიფისო: ავტოსაგზაო შემთხვევამ ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
კიფისო: ავტოსაგზაო შემთხვევამ ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
დღეს დილით კიდევ ერთმა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე ტრაგიკულად. გამთენიისას კიფისოზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ მძღოლის სიცოცხლე იმსხვერპლა.
უბედური შემთხვევა გამთენიის 04:00 საათზე მოხდა, როდესაც ავტომანქანის მძღოლმა, რომელიც კიფისოს გამზირზე პირეისკენ მიმავალ ნაკადში გადაადგილდებოდა, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო საჭეზე კონტორილი დაკარგა და გზიდან გადავარდა. ავტომანქანა გზის დამცავ ჯებირებს შეასკდა როსინიოლის ხიდის გასწვრივ.
ძლიერი შეჯახების შედეგად მძღოლი ადგილზევე დაიღუპა.
მიმდინარეობს გამოძიება ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.
Facebook Comments Box