Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთის პარლამენტმა ესკადრილიის მეთაურის, ტრაგიკულად დაღუპული ხრისტოს მულასის ჯერ არ დაბადებული ბავშვი “იშვილა”

საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარის კონსტანტინოს ტასულასის განაცხადებით, მის თავდაცვის მინისტრთან, ნიკოს დენდიასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, პარლამენტმა გადაწყვიტა ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის გარდაცვლილი პილოტის, ესკადრილიის მეთაურის ხრისტოს მულასის ჯერ არ დაბადებული ბავშვი  “შვილად აიყვანოს”.

ხრისტოს მულასის მეუღლე, როგორც ცნობილი გახდა, ორსულობის მესამე თვეშია.

კონსტანტინოს ტასულასმა მაშინვე გაიტანა ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე, სადაც ფინანსთა სამინისტროს კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

პარლამენტი ყოველწლიურად სიმბოლური თანხით ფინანსურად უჭერს მხარს შეიარაღებული ძალების და უშიშროების ძალების მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა შვილებს 25 წლამდე.

ემოციური მომენტები განვითარდა ხუთშაბათს დილით  ეროვნული თავდაცვის სამინისტროში  დროშის აღმართვის სპეციალური ცერემონიის დროს, საჰაერო ძალების ორი მფრინავის, კაპიტან ხრისტოს მულასის და ვიცე ადმირალ პერიკლის სტეფანიდისის ხსოვნის პატივსაცემად, რომელთაც  სიცოცხლე სამშაბათს შუადღისას, კარისტოში Canadair-ის დაცემისას დაკარგეს.

ორი დაღუპული მფრინავის პატივსაცემად, პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა ჩუმად იდგა ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შესასვლელთან, ხოლო შენობის ყველა აივანზე პატივისცემის ნიშნად სამხედრო მოსამსახურეები განლაგდნენ.

დროშის აღმართვის ცერემონიის შემდეგ, რომელიც ნახევრად აღიმართა, რადგან მფრინავების ტრაგიკული დაღუპვის გამო სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, პაპაღუს ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ტაძარში მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი წირვა  გაიმართა, სადაც ეროვნული თავდაცვის სამინისტრო და მთელი გენერალური შტაბი იმყოფებოდა.

ამასთან, გენშტაბის უფროსთა საბჭოს გადაწყვეტილებით და გენერალური შტაბის ხელმძღვანელის რეკომენდაციით ორივე პილოტს ვიცე-კაპიტნის წოდება მიენიჭა გარდაცვალების შემდეგ.

“მათი ხსოვნა მარად ცოცხალი დარჩება ყველა იმ მფრინავის ხსოვნასთან ერთად, ვინც სიცოცხლე დაკარგა სამშობლოს და ბერძენი ხალხის დასაცავად თავგანწირულ ბრძოლაში”- დასძინა ბატონმა დენდიასმა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *