Latest news
ბრიტანელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულის აღმზრდელი ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს Marfin-ის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული ჩვენებას 11 აგვისტოს მისცემს რიო-ანდირიოს ხიდის გახსნიდან 22 წელი გავიდა - ხიდი, რომელმაც საბერძნეთის 2 რეგიონი დააკავშირა კითირა: ლიკოდიმუს სანაპირო უსაფრთოების მიზნით დაკეტეს ატიკის რეგიონი მცირე ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას 95,5 მილიონი ევროთი დააფინანსებს დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები, რომელთა გამოვლინების დროსაც აუცილებელია ექიმს მივმართოთ ახალი ვერტმფრენები, დრონები და ტყის სპეცდანაყოფები - საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარ... თესალიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტური საცხოვრებლისთვის 2,3 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო შაბათს კუნძულ კრეტაზე, ხიოსზე, სამოსა და იკარიაზე ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია ჩრდილოეთ ევია: მიტოვებულ მაღაროებზე გაჩენილი 14 ტბა
შაბათი, აგვისტო 8, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კიფსელი: მეტროს მშენებლობის გამო შენობებზე ბზარები გაჩნდა

კიფსელი: მეტროს მშენებლობის გამო შენობებზე ბზარები გაჩნდა

ათენში, კერძოდ კიფსელზე, მეტროს მე-4 ხაზის სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ათობით საცხოვრებელ კორპუსში ბზარები გაჩნდა. დაზიანებები შეინიშნება კედლებზე, ჭერზე, კარ-ფანჯრებსა და იატაკზე, რის გამოც მოსახლეობა შენობების უსაფრთხოებაზე სერიოზულად წუხს.

ათენის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, კონსტანტინოს სპირაკოსის განცხადებით, შენობების მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება საკმარისი არ არის. მისი თქმით, აუცილებელია საინჟინრო და სტატიკური კვლევების ჩატარება, რათა დადგინდეს, შეეხო თუ არა დაზიანება შენობების მზიდ კონსტრუქციებს.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ბზარები მას შემდეგ გაჩნდა, რაც გვირაბგამყვანმა მანქანამ აღნიშნული ტერიტორიის ქვეშ მუშაობა დაიწყო. მათი ინფორმაციით, უკვე 20-ზე მეტ კორპუსშია დაფიქსირებული დაზიანებები, ზოგიერთმა მცხოვრებმა უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელიც კი დატოვა.

მომხდართან დაკავშირებით ათენის პროკურატურამ გადაუდებელი გამოძიება დაიწყო. გამოძიება დაადგენს, არსებობს თუ არა საფრთხე მოსახლეობისთვის და ხომ არ არის სამშენებლო სამუშაოები დაზიანებების მიზეზი. ამ დროისთვის მეტროს გვირაბგამყვანი მანქანა დაახლოებით 100 დღეა გაჩერებულია, რადგან მისი უსაფრთხოდ მუშაობის განახლების გზას ჯერ ვერ მიაგნეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *