Latest news
27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ზაკინთოსზე ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა ენერგეტიკა, მიგრაცია, გეოპოლიტიკა: ევროკავშირის გეგმა ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიცია სააპელაციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს დღეიდან ტრამვაის გადაადგილების განრიგში ცვლილებები შედის დღეს ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები ტარდება მეთანა: ექსპერტებმა 100 000 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანის ფარული აქტოვობა დააფიქსირეს იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სააპელაციო სასამართლომ ნიკოს რომანოსი უდანაშაულოდ სცნო
ორშაბათი, აპრილი 27, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

14 მაისი საზაფხულო ვაუჩერების მიღებისთვის განცხადებების დასარეგისტრირებლად ბოლო დღეა

14 მაისი საზაფხულო ვაუჩერების მიღებისთვის განცხადებების დასარეგისტრირებლად ბოლო დღეა

მაღალი მოთხოვნის გამო საზოგადოებრივი ტურიზმის პროგრამაზე, რომელში მონაწილეობის შედეგადაც საბერძნეთის მაცხოვრებლები უფასოდ დასვენებას შეძლებენ, განცხადებების მიღების ვადამ გადაიწია. 

გამომდინარე იქიდან, რომ სისტემაში რეგისტრაციას დიდი რაოდენობით ადამიანი ცდილობდა ელ.გვერდს აღმოაჩნდა ხარვეზი, რის გამოც 12 მაისს მთელი დღის განმავლობაში ხარვეზებით ფუნქციონირებდა. სწორედ ამიტომ პასუხისმგებელმა ორგანოებმა ელ.პლატფორმის ღიად დატოვების გადაწყვეტილება კიდევ ორი დღით მიიღეს. შესაბამისად დღეს და ხვალ ნებისმიერი ციფრით დაბოლოებული ΑΦΜ-ს მფლობელები შეძლებენ რეგისტრაციის გავლას.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა მოსახლეობას 7 მაისიდან შეუძლია. განცხადებები კეთდება ელექტრონული პლატფორმა gov.gr-იდან. დააჭირეთ ბმულს ან გადადით ლინკზე: https://www.gov.gr/ipiresies/ergasia-kai-asphalise/apozemioseis-kai-parokhes/parohoi-tourismou

თითოეული ვაუჩერი შეიცავს მფლობელისთვის მინიჭებულ პირად ნომერს, რომლითაც მის მფლობელს შეუძლია 6 ღამე გაატაროს მის მიერ არჩეულ სასტუმროს ნომერში, რომელსაც დასაქმების საჯარო სამსახურის რეესტრის განყოფილებასთან ერთად შეარჩევს. ამ შემთხვევაში ვაუჩერის მფლობელს სიმბოლური გადასახადის გადახდა უწევს.

სრულიად უფასო იქნება 10 ღამის გატარება კუნძულებზე: ლეროს, ლეზვოს, ხიოს, კოს, სამოს და როდოს, ხოლო ევიაზე, ევრუსა და თესალიაშ კი 12 ღამის.

აღნიშნული ვაუჩერები მოქმედებს როგორც ზაფხულის თვეებზე, ასევე საშობაო პერიოდზე 15/12/2025-14/01/2026 და სააღდგომო პერიოდზე 03/04/2026-19/04/2026.

შეგახსენებთ, რომ გარდა საცხოვრებელი სასტუმრობისა ვაუჩერები ფარავენ ასევე გემის ბილეთების საფასურსაც. ვაუჩერის გამოყენების შემთხვევაში მფლობელი მხოლოდ საფასურის 25% იხდის. 

აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული პროგრამა უპირატესობას ანიჭებს მარტოხელა მშობლებს, შშმ პირებსა და მოქალაქეებს, რომლებსაც დაბალი შემოსავალი აქვთ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *