კოზანი: ეორდეა უკვე მეორე დღეა იწვის
კოზანი: ეორდეა უკვე მეორე დღეა იწვის
უკვე მეორე დღეა რაც ხანძარი მძვინვარებს ეორდეაში. ცეცხლის ჩასაქრობად მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, ხოლო მზის ამოსვლისთანავე მათ ვერტმფრენებიც შეუერთდნენ.
სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საქმე გვაქვს მცოცავ ხანძართან, რომელიც ეტაპობრივად ედება ტყეს.
ცეცხლის ჩასაქრობად მუშაობს 52 მეხანძრე, 11 სახანძრო მანქანით. სახმელეთო ძალებთან ერთად ადგილზე მუშაობენ საჰაერო ძალებიც.
Facebook Comments Box
