Latest news
კლაუდია ლატა: ჩემი შვილი უმწეო მდგომარეობაში, სრულიად მარტო გარდაიცვალა ვაგონში იღუმენიცა: 27 წლის კაცმა ყოფილი პარტნიორის მკვლელობა აღიარა ტების ტრაგედიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი გრძელდება მგლები და ტურები ქალაქებს უფრო და უფრო ხშირად სტუმრობენ ანა კანდარაკი: გვეშინოდეს ექიმების, რომლებიც ყველა განხრის სპეციალისტობას იჩემებენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმეზე ჰიპნოთერაპევტ ნასოს კომიანოსს დაკითხავენ საბერძნეთი: შობადობის კლების ტემპი შენელდა სკერცოს: ფასების მატება საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენს ცვლილებები სანომრე ნიშნების გაცემის წესში - როგორ ავირჩევთ მანქანის სანომრე ნიშნებს ფოტის იაგულას: ყაჩაღი, რომლის ცხოვრებაც ხალხურ ლეგენდად იქცა
ორშაბათი, სექტემბერი 21, 2026
საზოგადოებაUncategorized

კრეტა: 11 წლის გოგონას საქმეზე 5 პირი დააკავეს

კრეტა: 11 წლის გოგონას საქმეზე 5 პირი დააკავეს

კუნძულ კრეტაზე, კერძოდ ხანიაში,  პლატანიას რაიონში, სასტუმროს აუზში 11 წლის პოლონელი გოგონას დახრჩობის საქმეზე 5 პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან სასტუმროს 43 წლის კანონიერი წარმომადგენელი, 45 წლის ოპერაციული მენეჯერი და 22 წლის მაშველი. ასევე დაკავებულნი არიან გარდაცვლილი ბავშვის მშობლები.

შემთხვევა 30 აგვისტოს, კვირას მოხდა. გოგონა ოჯახთან ერთად კრეტაზე დასასვენებლად იმყოფებოდა. ის სასტუმროს აუზში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

ადგილზე სასწრაფოდ მივიდნენ ექიმები და საბერძნეთის სასწრაფო დახმარების სამსახურის მაშველები, რომლებმაც რეანიმაციული ღონისძიებების გატარება დაუყოვნებლივ დაიწყეს. გოგონა მძიმე მდგომარეობაში ხანიას საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფო დახმარების მანქანას გზას პოლიციის ეკიპაჟი უხსნიდა. თუმცა მიუხედავად ექიმებისა და მაშველების მცდელობისა, 11 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გარდაიცვალა.

დაკავებულები ორშაბათს პროკურორთან უნდა წარდგნენ და მომხდარის გარემოებებთან დაკავშირებით განმარტებები მისცენ. გამოძიება დაადგენს, რა პირობებში მოხდა ტრაგიკული შემთხვევა და იკვეთება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობა ბავშვის დაღუპვაში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *