კრეტა: 21 წლის ბიჭმა მძინარე ბიძას ესროლა
კრეტა: 21 წლის ბიჭმა მძინარე ბიძას ესროლა
კუნძულ კრეტაზე, კერძოდ ტიბაკიში 60 წლის კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს მაშინ, როცა ეძინა.
თავდამსხმელი 60 წლის კაცის 21 წლის ძმიშვილია, რომელმაც საკუთარ ბიძას საძინებლის ფანჯრიდან ესროლა.
დაშავებულ ზურგისა და ხელის არეში აქვს ჭრილობები მიყენებული. გასროლის დროს მსხვერპლს მის მეუღლესთან ერთად ეძინა, თუმცა მეუღლეს დაზიანებები არ აღენიშნება.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯერ მირონის სამედიცინო ცენტრში, შემდეგ კი ირაკლიოს ვენიზელიოს საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიცია ამ დრომდე ეძებს 21 წლის თავდამსხმელს.
Facebook Comments Box
