Latest news
კვიპროსის ცნობილი ჰალუმი – ტრადიცია, რომელიც საუკუნეებს ითვლის საბერძნეთის პარლამენტი შშმ პირებისთვის პერსონალური ასისტენტის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალი უახლოეს დღეებში საბერძნეთში ჩავა ათერიდისი მის წინააღმდეგ წამოჭრილ კრიტიკას პასუხობს  დემოგრაფიული კრიზისის ფონზე საბერძნეთში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სტუდენტთა მობილობის წესის გამარტ... ღეორღიადის: იმედია დამნაშავე სამაგალითოდ დაისჯება - აუცილებლად მოვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას სიზმანოღლიოს საავადმყოფოში ხანძრის გაჩენის მიზეზი სიგარეტის ნამწვავი გახდა ჯავედ ასლამს საბერძნეთში თავშესაფრის სტატუსი შეუნარჩუნდა – ემიგრაციის სამინისტრომ ჯავედ ასლამის გასა... იოანნინა: არასრულწლოვანი ალკოჰოლური ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 2 პირს, რომელიც ვაღია ნესტორას მკვლელობის ბრალდებით დააკავეს
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კუნძულ ლეზვოსზე გამართულ ადგილობრივ დღესასწაულზე 25 წლის ბიჭი ცხენის მიერ მოქნეული წიხლით დაშავდა

კუნძულ ლეზვოსზე გამართულ ადგილობრივ დღესასწაულზე 25 წლის ბიჭი ცხენის მიერ მოქნეული წიხლით დაშავდა

შაბათს, კუნძულ ლეზვოსზე, სოფელ პელოპიში გამართულ ტრადიციულ ადგილობრივ დღესასწაულზე, რომელიც წინასწარმეტყველი ილიას სახელობის დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად იმართება, 25 წლის ბიჭი მძიმედ დაშავდა.

25 წლის ბიჭს ცხენმა, რომლითაც თავადვე გადაადგილდებოდა, დაზიანება თავის არეში მიაყენა.

ახალგაზრდა სახისა და თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უბედური შემთხვევა დღესასწაულზე ტრადიციული ცეკვის შესრულებისას მოხდა, როცა მხედრები ცხენებთან ერთად ასრულებენ ნომერს. გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი უსაფრთხოების ზომები არ არის გათვალისწინებული აღნიშნულ დღესასწაულზე და ცხენებს მაგიდებს შორის, უამრავი ადამიანების გარემოცვაში უწევთ გადაადგილება ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ცხოველი განერვიულდა და ამიტომ შეუტია მის პატრონს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *