კუნძულ როდოსზე 24 წლის ნორვეგიელი ტურისტი გააუპატიურეს
კუნძულ როდოსზე 24 წლის ნორვეგიელი ტურისტი გააუპატიურეს
კუძნული როდოსზე 24 წლის ნორვეგიელი ტურისტი გააუპატიურეს.
სექსუალური ძალადობის შემთხვევა 25 სექტემბერს გამთენიისას დაფიქსირდა კუნძულზე მდებარე მიტოვებულ შენობაში.
24 წლის გოგონამ პოლიციაში საჩივარი დაუყოვნებლივ შეიტანა და გამნაცხადა, რომ მასზე ბრიტანეთის მოქალაქემ იძალადა.
გოგონა კუნძულზე ოჯახთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა და ბარში გასართობად იყო გასული. სწორედ იმ ბარში გაიცნო ბრალდებულიც, რომელმაც განმარტოვება სთხოვა. ბრალდებულმა მსხვერპლი მიტოვებულ შენობაში მოტყუებით მიიყვანა და მასზე სექსუალურად იძალადა.
პოლიციამ მალევე შეძლო ბრალდებულის დაკავება. დაკავებული 25 წლის ბრიტანეთის მოქალაქეა.
გოგონას ჩაუტარდება ექსპერტიზა, რათა დადგინდეს აღენიშნება თუ არა სხეულზე ძალადობის კვალი.
Facebook Comments Box
