Latest news
რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი ალექსანდრუპოლი: 17 წლის გოგონა ხიდიდან ვარდნის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებებით გარდაცივალა 21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს ΕΦΕΤ-მა ქათმის გაყინული ბურგერების გაყიდვიდან ამოღების განკარგულება გასცა - პროდუქტში სალმონელა აღმო... საბერძნეთში COVID-19-ის 114 და გრიპის 52 ახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა რატომ გაიგზავნა კვიპროსში საბერძნეთიდან 28 000 ყალბი პრეზერვატივი Pizza Fan-ის მფლობელის ვილის ჩხრეკისას მილიონ ევროზე მეტი აღმოაჩინეს ათენში მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის პაქტის თემაზე შეხვედრა გაიმართა კრეტა: 21 წლის ახალგაზრდამ აფთიაქი სახრახნისით დააყაჩაღა საბერძნეთში კომპენსირებადი მედიკამენტების სიას 235 ახალი პრეპარატი დაემატება
პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026
საბერძნეთიUncategorized

ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა

ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა

ლავრიოში შუაღამისას 32 წლის კაცი ყოფილი პარტნიორის სახლში შეიჭრა და მას და მის ამჟამინდელ პარტნიორს დანით თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად წყვილი დაშავდა და მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ექიმები აცხადებენ რომ წყვილის მდგომარეობა მძიმეა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ბრალდებული საცხოვრებელში აივნიდან შევიდა, რის შემდეგაც სახლის ფანჯარა ჩაამსხვრია და მის ყოფილ პარტნიორსა და მის ამჟამინდელ 33 წლის პარტნიორს დაესხა თავს. დაშავებულები თავდაპირველად ვულაში მდებარე ასკლიპიოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ქალის მდგომარეობის დამძიმების გამო ათენში „ევანგელიზმოს“-ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდასხმის დროს სახლში ქალის ორი მცირეწლოვანი შვილიც იმყოფებოდა 2,5 და 1,5 წლის ასაკის.

ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, ყოფილი შეყვარებული ქალს ხშირად აკითხავდა სახლთან, უთვალთვალებდა და ემუქრებოდა. მათი თქმით, პოლიცია არაერთხელ იყო გამოძახებული.

პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით, ქალს ყოფილი შეყვარებულის წინააღმდეგ 2025 წლის 27 ნოემბრიდან ხუთჯერ ჰქონდა შეტანილი საჩივარი ლავრიოს პოლიციის განყოფილებაში. საქმეები ოჯახურ მუქარას, ალიმენტის ვალდებულების დარღვევასა და პირადი მონაცემების უკანონო გამოყენებას ეხებოდა.

ქალის ტელეფონში ასევე გააქტიურებული იყო საფრთხის შესახებ სწრაფი შეტყობინების „პანიკის ღილაკი“ (panic button). პოლიციამ მას თავშესაფარში გადაყვანაც შესთავაზა, თუმცა მან ეს შეთავაზება არ მიიღო.

ასევე, პოლიციის ცნობით, მამაკაცი 2026 წლის 3 სექტემბერს უკვე იყო დაკავებული ოჯახურ მუქარასთან და იარაღის შესახებ კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებულ საქმეზე.

თავდასხმის შემდეგ 32 წლის კაცი თავად მივიდა ლავრიოს პოლიციის განყოფილებაში და სამართალდამცველებს ჩაბარდა. მის წინააღმდეგ აღიძრა საქმე მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო თავდასხმის ზუსტი გარემოებების დასადგენად გამოძიება გრძელდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *