Latest news
აპირებს თუ არა საბერძნეთის პარლამენტი კონსტიტუციის მე-16 მუხლის გადასინჯვას პაპასტავრუ: წყლის მართვის არსებული მოდელი თანამედროვე მოთხოვნებს არ შეესაბამება საბერძნეთში ონკოლოგიური და პედიატრიული პაციენტები შეაფასებენ საავადმყოფოების მომსახურების ხარისხს ბრალდებული თავს არ იცავდა, როცა 41 წლის ქალი მოკლა - აცხადებს გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი ათენში ტურისტების ნაკადი ყოველწლიურად იზრდება  კვიპროსი 2028 წლიდან ბუნებრივი აირის ექსპორტს დაიწყებს ლამია: რა გახდა 17 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი ილიონში არალიცენზირებული ხორცის მწარმოებელი ქარხანა დალუქეს რას ემსახურება გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი კრიმინოლოგის მობილური ტელეფონი და საფულე იპოვეს
სამშაბათი, ივლისი 28, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ლეფკადა: 30 წლის სტეფანოს კემოსის სიცოცხლე გამძვინვარებულმა ტალღებმა იმსხვერპლეს

ლეფკადა: 30 წლის სტეფანოს კემოსის სიცოცხლე გამძვინვარებულმა ტალღებმა იმსხვერპლეს

ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე 30 წლის სტეფანოსმა, რომელიც წინა საქორწინო წვეულებისთვის ესტუმრა კუნძულს და კათიზმას სანაპიროზე დაიხრჩო.

სულ რაღაც 20 დღეში უნდა ჰქონოდა ქორწილი ახალგაზრდას, რომელმაც კვირას შუადღეს ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე კუნძულ ლეფკადას ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც, მაგრამ ამავდროულად სახიფათო სანაპირო, კათიზმაზე. აღნიშნული სანაპირო ცნობილია მძვინვარე ტალღებითა და სიღრმით.

ახალგაზრდა ტრიკალადან კუნძულზე მეგობრბებთან ერთად ე.წ bachelor ფართისთვის ჩავიდა. როგორც პრესისთვის გახდა ცნობილი 30 წლის სტეფანოსი განსაკუთრებით გეგმავდა წინასაქორწინო წვეულებას, იმ საბედისწერო დღეს კი გადაწყვიტა უამინდობის შედეგად კიდევ უფრო გამძვინვარებულ ტალღებში გაეცურა და სწორედ ეს გახდა დახრჩობის გამომწვევი მიზეზიც. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ და მაშველებმა ახალგაზრდა წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. მისი მეგობრების განცხადების თანახმად წყლიდან ამოყვანისას მას უკვე პულსი აღარ ესინჯებოდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *