Latest news
საბერძნეთში რომას საზოგადოებრივი ინტეგრაციის საკითხი მწვავე პრობლემად რჩება პროფესორი ლაზარატოსი საბერძნეთში კერძო უნივერსიტეტების სამართლებრივ პრობლემებზე საუბრობს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: დაკავებულ ექიმთა შორის დაპირისპირება წარმოიშვა ფილიპოს კაბურისი და მისი მეუღლე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს სატელეფონო და ელექტრონული თაღლითობა მკაცრად დაისჯება - რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია ტების ტრაგედიაში დაღუპული 18 წლის ანასტასია პაპაგელის მამამ ტემპის ტრაგედიის საქმეზე სასამართლოში ჩვ... ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
საბერძნეთიUncategorized

მაზონაკისის საქმეთსან დაკავშირებით გამოძიებამ 4 მნიშვნელოვანი ცდომილება გამოავლინა

მაზონაკისის საქმეთსან დაკავშირებით გამოძიებამ 4 მნიშვნელოვანი ცდომილება გამოავლინა

გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმეზე საბერძნეთის პოლიციამ ექიმების, იოანა ღაკასა და ილიას თეოდოროპულოსის ჩვენებებში ოთხი მნიშვნელოვანი შეუსაბამობა გამოავლინა. პოლიციის მიერ საქმის მასალებში აღწერილი მონაცემები ეხება მომღერლის კლინიკაში მისვლის დროს, პლაზმოფერეზის პროცედურის ხანგრძლივობას, ექიმების პროფესიულ საქმიანობას და დეფიბრილატორის მდგომარეობას.

პირველი შეუსაბამობა – მისვლის დრო.
იოანა ღაკას განცხადებით, მომღერალი კლინიკაში დაახლოებით 16:00 საათზე მივიდა. თუმცა კლინიკის თანამშრომლების ჩვენებები მისვლის დროდ დაახლოებით 14:00-15:30 საათის შუალედში ასახელებს. პოლიციამ ასევე ვიდეოჩანაწერები შეისწავლა, მათ შორის ილიას თეოდოროპულოსის გადაადგილება იმ დღეს.

მეორე – პროცედურის ხანგრძლივობა.
ღაკას თქმით, მომღერალი პლაზმოფერეზის ოთახში ძალიან მცირე ხნით იმყოფებოდა და აპარატი ჯერ ჩართული არ იყო. მეორე მხრივ, ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადებით, მაზონაკისის მკურნალობის ოთახში მინიმუმ 45 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.

მესამე – ექიმების სპეციალობები და კლინიკის საქმიანობა.
გამოძიება ასევე ამოწმებს ექიმების მიერ სპეციალობებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს და იმას, თუ რამდენად შეესაბამებოდა კლინიკების საქმიანობა მათ ოფიციალურ ნებართვებს. საქმის მასალების მიხედვით, იოანა ღაკას ჰქონდა „სპეციალობის გარეშე“ სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირების ნებართვა, ხოლო თეოდოროპულოსს – პათოლოგიური კაბინეტის.

მეოთხე – დეფიბრილატორი.
ღაკას ჩვენებით, თეოდოროპულოსმა მომღერლის რეანიმაციის დროს დეფიბრილაციის მცდელობა განახორციელა. თუმცა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის ჩანაწერებში მითითებულია, რომ კაბინეტში არსებული დეფიბრილატორი არ მუშაობდა.

გამოძიებისთვის დამატებით საყურადღებოა ისიც, რომ შემთხვევის შემდეგ პროცედურის ოთახი გაიწმინდა და არცერთი ექიმი მომღერალს საავადმყოფომდე არ გაყოლია.

ამ ეტაპზე საქმის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ექსპერტიზისა და გამოძიების პროცესშია. მაზონაკისის გარდაცვალების ზუსტი სამედიცინო მიზეზის დასადგენად ასევე ელოდებიან ტოქსიკოლოგიური და ჰისტოლოგიური კვლევების შედეგებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *