Latest news
საბერძნეთში რომას საზოგადოებრივი ინტეგრაციის საკითხი მწვავე პრობლემად რჩება პროფესორი ლაზარატოსი საბერძნეთში კერძო უნივერსიტეტების სამართლებრივ პრობლემებზე საუბრობს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: დაკავებულ ექიმთა შორის დაპირისპირება წარმოიშვა ფილიპოს კაბურისი და მისი მეუღლე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს სატელეფონო და ელექტრონული თაღლითობა მკაცრად დაისჯება - რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია ტების ტრაგედიაში დაღუპული 18 წლის ანასტასია პაპაგელის მამამ ტემპის ტრაგედიის საქმეზე სასამართლოში ჩვ... ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
საბერძნეთიUncategorized

მეტროს მე-3 ხაზზე ტექნიკური სამუშაოები 10 სექტემბრამდე გაგრძელდება

მეტროს მე-3 ხაზზე ტექნიკური სამუშაოები 10 სექტემბრამდე გაგრძელდება

ათენში მეტროს მე-3 ხაზზე დროებითი შეზღუდვები 10 სექტემბამდე იმოქმედებს. მიზეზი ელეონასისა და მონასტირაკის სადგურებს შორის სარკინიგზო ლიანდაგების შეცვლის სამუშაოებია.

სამუშაოების გამო ელეონასის, კერამიკოსისა და მონასტირაკის სადგურები 21:40 საათზე დაიკეტება, 

ბოლო მატარებლები ამ მიმართულებით შემდეგი განრიგით იმოძრავებენ:

  • ელეონასი → დუკისის პლაკენტიასი –  21:22
  • კერამიკოსი → დუკისის პლაკენტიასი –  21:25
  • მონასტირაკი → დუკისის პლაკენტიასი – 21:27
  • დუკისის პლაკენტიასი → მუნიციპალური თეატრი (დიმოტიკო თეატრო) – 21:30
  • მონასტირაკი → მუნიციპალური თეატრი – 21:51
  • კერამიკოსი → მუნიციპალური თეატრი – 21:53
  • ელეონასი → მუნიციპალური თეატრი – 21:56

აეროპორტიდან მუნიციპალური თეატრის მიმართულებით ბოლო მატარებელი 21:10-ზე გავა, ხოლო მუნიციპალური თეატრიდან აეროპორტისკენ – 21:06-ზე.

21:40 საათის შემდეგ აეროპორტის მიმართულებით მატარებლები მხოლოდ სინდაღმამდე იმოძრავებენ. ამ პერიოდში სინდაღმიდან აეროპორტისკენ მატარებლები 22:02, 22:38 და 23:14 საათზე გაემგზავრებიან.

დაკეტილი სადგურების დასაკავშირებლად იმუშავებს დროებითი ავტობუსის მარშრუტი X24 – „სინდაღმა–ეღალეო“, რომელიც მეტროს მუშაობის დასრულებამდე იმოძრავებს.

ავტობუსი გაივლის შემდეგ სადგურებს:

სინდაღმა → ომონია → მონასტირაკი → კერამიკოსი → ელეონასი → ეღალეო

საპირისპირო მიმართულებით მარშრუტი იგივე სადგურებს გაივლის. შეზღუდვები 10 სექტემბერს, დასრულდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *