Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

ავტოსაგზაო შემთხვევამ როდოსზე 20 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევამ როდოსზე 20 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა

გუშინ ღამით კუნძულ როდოსზე ცაირის რეგიონში ავტოსაგზაო შემთხვევამ 20 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ერთმანეთს 2 მოტოციკლეტი შეეჯახა. 20 წლის მძღოლს არ ეხურა ჩაფხუტი და არ ჰქონდა მოტოციკლეტის მართვის მოწმობა. მეორე მოტოციკლეტის მძღოლი კი 64 წლის ასაკის არის, რომელიც ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა და ამჟამად როდოსის საავადმყოფოში გადის მკურნალობას.

rodiaki.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სასწრაფო დახმარების ბრიგადას სახანძრო-სამაშველო ბრიგადის დახმარება დასჭირდათ ერთ-ერთი მძღოლის მოტოციკლეტისგან გამოსაცალკევებლად, რადგან შეჯახების შედეგად დაშავებული რკინაში იყო გამომწყვდეული.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *