Latest news
საბერძნეთში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი იზრდება წარმოადგენს თუ არა საფრთხეს საბერძნეთისთვის შობადობის კლება რომელ მანქანებს აეკრძალებათ გადაადგილება საბერძნეთში სასამართლომ ომონიის პოლიციის განყოფილებაში 19 წლის გოგონას გაუპატიურების საქმის განხილვა დაიწყო  პირეა: სამართალდამცავი ორგანოები 24 წლის გოგონას მე-7 სართულიდან გადმოვარდნის საქმეს იძიებენ სალონიკი: მუნიციპალიტეტის მიერ შეგროვებული ყველაზე უცნარუ ნივთები აღიი ანარღირი: სავალალო პირობებში უწევდა 3 ბავშვს ცხოვრება მშობლებთან ერთად  პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა 24 წლის გოგონას პარტნიორი, რომელიც მე-7 სართულიდან ვარდნის შედეგად გა... ირაკლიო: სკოლაში სასწავლო პროცესი რწყილების გავრცელების გამო შეჩერდა 2 არასრულწლოვანი ელ.სკუტერით ფეხითმოსიარულეს შეეჯახა 
შაბათი, მაისი 16, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

მითხრა რომ უფრო გონება გახსნილი უნდა ვყოფილიყავი – აცხადებს საშუალო სკოლის დირექტორის ერთ-ერთი მსხვერპლი

მითხრა რომ უფრო გონება გახსნილი უნდა ვყოფილიყავი – აცხადებს საშუალო სკოლის დირექტორის ერთ-ერთი მსხვერპლი

შოკის მომგვრელია მოსწავლეების ჩვენებები, რომლებზეც დაწყებითი სკოლის დირექტორი სექსუალურად ძალადობდა.

ტელემაუწყებელი Star-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ერთ-ერთი მოსწავლე აცხადებს, რომ დირექტორმა 15 წლის ასაკში გააუპატიურა.

“მთხოვა მარტო გავსულიყავით სადმე და პირველივე შეხვედრისას დაიწყო სექსუალური ხასიათის შემცველი თემების განხილვა. მეორე შეხვედრისას უკვე კონკრეტული რაღაცები მომთხოვა და თან მომიწოდა, რომ უფრო გახსნილი გონება უნდა მქონოდა.”

შეგახსენებთ, რომ სულ მცირე 20 არასრულწლოვანი იყო კუნძული სამოსის საშუალო სკოლის დირექტორის მსხვერპლი, რომელიც მათ სექსუალურად ავიწროებდა.

ტელემაუწყებელი Star-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრალდებული არასრულწლოვნებს წერილობით შეტყობინებებს უგზავნიდა: “ძალიან ლამაზი წვივები გაქვს, საუკეთესო, ნავარჯიშები.”

წერილობითი შეტყობინებები განსხვავებული იყო ყველა მოსწავლის მიმართ. ზოგიერთ მათგანს ყავაზე ეპატიჟებოდა, ზოგის მოხიბვლას კი კომპლიმენტებით ცდილობდა.

ერთ-ერთი მოსწავლის ადვოკატი, იოანის კალტაკისი აცხადებს, რომ დირექტორმა ბოროტად ისარგებლა მოსწავლეების მის მიმართ პატივისცემით და არა მხოლოდ, მათი სოციალური მდგომარეობით და სიღარიბითაც.

ერთ-ერთმა მსხვერპლმა ჩვენებაში განაცხადა: “მთხოვა ფეხებზე მასაჟი გამეკეთებინა გასამრჯელოს სანაცვლოდ. თან შემპირდა რომ ბუცებს მიყიდდა და მისი იახტით თურქეთის სანაპიროებზე გამასეირნებდა.”

47 წლის დირექტორი 25 ივლისს მრავალთვიანი გამოძიების შემდეგ დააკავეს.

დაკავებულის დანაშაულებრივი ქმედება 2018 წლიდან 2024 წლამდე აქტიურად გრძელდებოდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *