Latest news
ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ რატომ წაშალა იოანნა ღაკამ გიორგოს მაზონაკისთან მიმოწერა კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ ნეა მიხანიონას თევზის ბაზარი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა მაზონაკისს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი პლაზმოფერეზის პროცედურის ღირებულებასთან დაკავშირებით  ავტომანქანების გამოფენის პირველ დღეს ვიზიტორთა რეკორტული გამოფენა დაფიქსირდა
ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026
საბერძნეთიUncategorized

ნასოს კომიანოსის ადვოკატი: ჩემი კლიენტი გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალებასთან კავშირში არ არის

ნასოს კომიანოსის ადვოკატი: ჩემი კლიენტი გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალებასთან კავშირში არ არის

ჰიპნოთერაპევტ ნასოს კომიანოსის ადვოკატმა, იოანნის ღლიკასმა, განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამის შესახებ ადვოკატმა ტელეკომპანია MEGA-ს გადაცემაში „Κοινωνία Ώρα Mega“ ისაუბრა, მას შემდეგ, რაც კომიანოსმა გამომძიებელს ჩვენება მისცა.

ადვოკატის განმარტებით, კომიანოსი გამომძიებლის წინაშე მოწმის სტატუსით დაიკითხა და არა ბრალდებულის სტატუსით. მისი თქმით, კომიანოსს არანაირი კავშირი არ ჰქონდა კოლონაკის სამედიცინო ცენტრში ჩატარებულ პლაზმოფერეზის პროცედურასთან და არც თავად იცოდა, რას გულისხმობდა აღნიშნული პროცედურა.

ღლიკასის განცხადებით, კომიანოსსა და იოანა ღაკას შორის არსებობდა ოფიციალური თანამშრომლობის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც კომიანოსი თითოეული კლიენტისთვის, რომელსაც ღაკასთან აგზავნიდა, 40 ევროს იღებდა.

ადვოკატის თქმით, კომიანოსის საქმეში მოხსენიების მიზეზი იყო ის, რომ გიორგოს მაზონაკისს პლაზმოფერეზის პროცედურის შემდეგ მასთან ჰიპნოთერაპიისთვის წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა ჰქონდა.

„ის მოწმედ დაიკითხა. მოწმე და ბრალდებული ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. ჩემი კლიენტი გიორგოს მაზონაკის გარდაცვალებასთან დაკავშირებული არ არის და არც პლაზმოფერეზის პროცედურაში მონაწილეობდა“,  განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება მაზონაკისის ფოტოსურათს, რომელიც იოანა ღაკამ პლაზმოფერეზის პროცედურის მიმდინარეობისას კომიანოსს გაუგზავნა, ადვოკატის განმარტებით, ეს მხოლოდ პროცედურის დასრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ემსახურებოდა.

მისივე თქმით, მაზონაკისსა და კომიანოსს შორის დაგეგმილი იყო ანამნეზის/სამედიცინო ისტორიის შესაგროვებელად შეხვედრა, რომლის შემდეგაც, შესაბამისი საკითხების გარკვევის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ჰიპნოთერაპიის ჩატარება.

ამ ეტაპზე კომიანოსი საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებს და მისი ადვოკატის განცხადებით, მას გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *