Latest news
საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები OpenCar: ავტომობილის ნომრით შესაძლებელი იქნება გარბენის, ტექინსპექტირებისა და დაზღვევის შემოწმება პედიონ ტუ არეოსის პარკი საშობაოდ მორთეს ათენის მერი კიფსელის „წითელ ზონაში“ მოქცეული კორპუსების უსაფრთხოებაზე შეშფოთებას გამოთქვამს და მოსახ... ვრცელდება კადრები რომელშიც 24 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩემოდნით ხალშია დაფიქსირებული
ორშაბათი, ნოემბერი 23, 2026
საბერძნეთიUncategorized

პატრას შერეული ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ხვალ ირინი მურძუკუს საქმეს განიხილავს

პატრას შერეული ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ხვალ ირინი მურძუკუს საქმეს განიხილავს

ხვალ, 2026 წლის 6 ნოემბერს, პატრას შერეული ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში 25 წლის ირინი მურძუკუს სასამართლო პროცესი გაიმართება.

ბრალდებული სასამართლოს წინაშე სამი ჩვილი ბავშვის გარდაცვალების საქმის ფარგლებში წარდგება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრალდებულმა დანაშაული უკვე აღიარა. პროკურატურის დასკვნაში მისი ქმედებები და ქცევა განსაკუთრებულად მძიმე და შემაშფოთებლად არის შეფასებული.

პროკურატურის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბრალდებული „დანაშაულის ჩადენისას, მის გარემოცვაში მყოფი ადამიანების მკვლელობით, ყოველგვარი დანაშაულის განცდის გარეშე სიამოვნებას იღებდა“.

ამასთან, პროკურატურა ხაზს უსვამს, რომ მურძუკუ გარშემო მყოფ ადამიანებთან ემოციური კავშირების ჩამოყალიბების უნარს არ ავლენდა.

საქმის მასალებში წარმოდგენილი ეს შეფასებები ბრალდებულის პიროვნებისა და ქცევის განსაკუთრებით მძიმე სურათს წარმოაჩენს. სასამართლო პროცესი 6 ნოემბერს, პატრაში გაიმართება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *