Latest news
ძლიერი წვიმის ამსახველი კადრები აკროპოლისიდან  საბერძნეთი ოლიმპოს მთის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეყვანას ცდილობს როგორ გარდაიქმნება მატარებლების დამუხრუჭება ელ.ენერგიად  58 000-ზე მეტი ელვა საბერძნეთის ცაზე 26 ივლისიდან მეტროს მე-3 ხაზის რამდენიმე სადგური დროზე ადრე დაიკეტება ოლიმპოს მთა თოვლმა დაფარა 41 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილების დაკითხვამ 3 საათს გასტანა ძლიერი წვიმის გამო საბერძნეთის სახანძრო სამსახურმა 940 გამოძახება მიიღო 70 წლის ასაკში ყოფილი დეპუტატი კვლავ სტუდენტი გახდა ΟΠΕΚΕΠΕ: ღიორღოს ქსილურის სასამართლო პროცესი 2027 წლის თებერვალში ჩაინიშნა
კვირა, ივლისი 26, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პატრა: არასრულწლოვნებმა ნარკოტიკული ნივთიერება სკოლის ეზოში მოიხმარეს

პატრა: არასრულწლოვნებმა ნარკოტიკული ნივთიერება სკოლის ეზოში მოიხმარეს

3 სკოლის მოსწავლე დააკავა პოლიციამ კატო ახაიაში. 

დაკავებულების წინააღმდეგ საქმე ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის აღიძრა.

არასრულწლოვნებთან ერთად დააკავეს მათი მშობლებიც მათთივს არასათანადო ყურადღების მიქცევის ბრალდებით.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პოლიცია სკოლის დირექტორმა გამოიძახა პარასკევს შუადღეს. განყოფილებაში შესული ზარის გამომწვევი მიზეზი კი 13 წლის სკოლის მოსწავლე გახდა, რომელიც გიმნაზიაში კანაფს ეწეოდა. მოსწავლეს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შემდეგ დაეწყო კრუნჩხვები. ის ამჟამადაც იმყოფება სამედიცინო ცენტრში ექიმების დაკვირვების ქვეშ.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 13 წლის ბიჭმა მარიხუანა თანასკოლელებისგან შეიძინა.

უახლოეს დღეებში დაკავებულებს გადაიყვანენ გამომძიებელთან დაკითხვაზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *