პირეა: მძარცველებმა 62 წლის სახლის მეპატრონე გაკოჭეს და სახლიდან ძვირფასეულობა ისე გაიტანეს
პირეა: მძარცველებმა 62 წლის სახლის მეპატრონე გაკოჭეს და სახლიდან ძვირფასეულობა ისე გაიტანეს
შაბათს, 25 ოქტომბერს ღამით, პირეაზე ძარცვის შემთხვევა დაფიქსირდა.
2 მძარცველი კარაოლისა და დიმიტრიუს ქუჩაზე მდებარე სახლში შუაღამისას შეიჭრა. მათ სახეები დაფარული ჰქონდათ, შესაბამისად სახლის მეპატრონეს უჭირს პოლიციისთვის მძარცველებთან დაკავშირებული დეტალების აღწერა.
დამნაშავეები სახლში ცენტრალური კარიდან შევიდნენ, სახლის 62 წლის მეპატრონე გაკოჭეს, მოაგროვეს როგორც თანხა ასევე ძირფასეულობა და სახლი მალევე დატოვეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მძარცველებს სახლის მეპატრონისთვის ფიზიკური ზიანი არ მიუყენებიათ.
Facebook Comments Box
