Latest news
საბერძნეთში რომას საზოგადოებრივი ინტეგრაციის საკითხი მწვავე პრობლემად რჩება პროფესორი ლაზარატოსი საბერძნეთში კერძო უნივერსიტეტების სამართლებრივ პრობლემებზე საუბრობს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: დაკავებულ ექიმთა შორის დაპირისპირება წარმოიშვა ფილიპოს კაბურისი და მისი მეუღლე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს სატელეფონო და ელექტრონული თაღლითობა მკაცრად დაისჯება - რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია ტების ტრაგედიაში დაღუპული 18 წლის ანასტასია პაპაგელის მამამ ტემპის ტრაგედიის საქმეზე სასამართლოში ჩვ... ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
საბერძნეთიUncategorized

პლაზმოფერეზის აპარატს არ ვმალავდით, პაციენტების მონაცემებს ვშლიდით ყოველი დღის ბოლოს – აცხადებს კერძო კლინიკის მდივანი

პლაზმოფერეზის აპარატს არ ვმალავდით, პაციენტების მონაცემებს ვშლიდით ყოველი დღის ბოლოს – აცხადებს კერძო კლინიკის მდივანი

გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ჩვენება მისცა კლინიკის ერთ-ერთმა მდივანმაც. მისი თქმით, მან მომღერალი კლინიკაში დაახლოებით 14:00-14:30 საათზე ნახა და მიესალმა. მისი განცხადებით, თავად კლინიკა დაახლოებით 15:18-15:25 საათზე დატოვა და იმ მომენტამდე იქ მშვიდი ვითარება იყო.

მდივანმა ასევე ისაუბრა კლინიკაში გამოყენებულ ელექტროფიზიოლოგიურ აპარატზე. მისი თქმით, აპარატში ინახებოდა პაციენტების გარკვეული პირადი და სამედიცინო მონაცემები და მისი არსებობა კლინიკაში დამალული არ ყოფილა.

მისივე განცხადებით, ექიმი დაახლოებით 14:00 საათზე სადილზე წავიდა, შემდეგ კლინიკაში დაბრუნდა და გარკვეული დროის განმავლობაში მისაღები ოთახის დივანზე ისვენებდა.

მდივანმა ასევე განაცხადა, რომ პლაზმოფერეზის აპარატს არასდროსს მალავდნენ როცა კლინიკაში შემოწმებაზე მოდიოდნენ, უბრალოდ პაციენტების ვიზიტებთან დაკავშირებული ჩანაწერები ჩვეულებრივ დღის ბოლოს იშლებოდა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *