Latest news
9 მარტს დაკითხავენ ყოფილ მეან-გინეკოლოგს, რომლის სახლიდანაც ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი ვიდეომასალ... 7 მარტს საბერძნეთში კიდევ 538 ბერძენი დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მარიას და მართას ისტორია: ქალები, რომლებიც ბერძნულ პორტებში გაბატონებულ სტერეოტიპებს ამსხვრევენ ნახევარმარათონის უჩვეულო და გამორჩეული მონაწილეები მარინაკუ ნახევარმარათონის გამარჯვებული უკვე მესამედ გახდა საგზაო პოლიციამ ალკოტესტი მძღოლის ნაცვლად მგზავრს ჩაუტარა პტოლემაიდა: 49 წლის კაცს ძმამ დანით ჭრილობები მიაყენა 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება პენსიონერი ექიმის სახლიდან ბავშვთა პორნოგრაფიის ჩანაწერები ამოიღეს სალონიკი: ChatGPT-ის ლოგოთი დამზადებული სააღდგომო სანთლის შესაძენად რიგებია
ორშაბათი, მარტი 9, 2026
საბერძნეთიUncategorized

პოლიციამ დააკავა მძღოლი, რომელიც ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა

პოლიციამ დააკავა მძღოლი, რომელიც ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა

11 კილომეტრი სდია საგზაო პოლიციამ ავტომანქანას, რომელსაც ატიკის ქუჩაზე შესამოწმებლად გაჩერებისკენ მოუწოდა, თუმცა მძღოლმა გაჩერების ნაცვლად სიჩქარეს უმატა და ადგილიდან მიმალვა სცადა.

ავტომანქანის მძღოლი ქალი აღმოჩნდა, რომელიც ერთ ღამეში ორჯერ გააჩერეს ავტომანქანის საფრთხის შემცველი მართვის გამო. ალკოტესტის შედეგად დადგინდა, რომ მძღოლი ალკოჰოლური ნივთიერების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პირველად ქალი ათენის ცენტრში გააჩერეს, ალკოტესტის შედეგად დადგენილი სიმთვრალის გამო შემთხვევის ადგილზე მისი ახლობელი მივიდა და მან წაიყვანა მძღოლი სახლში, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ ახალგაზრდა ქალმა სახლი ისევ დატოვა და განაგრძნო მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვა. სწორედ ამიტომ, როცა მეორედ მოუწოდა პოლიციამ გაჩერებისკენ შეეშინდა და ადგილიდან მიმალვა სცადა.

მძღოლი საგზაო პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *