Latest news
საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები
სამშაბათი, ნოემბერი 24, 2026
ჯანმრთელობასაბერძნეთი

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს მენინგიტის შემთხვევების მაჩვენებლის მატების გამო

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს მენინგიტის შემთხვევების მაჩვენებლის მატების გამო

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან მენინგიტით ინფიცირებულთა რიცხვი დრამატულად იზრდება. შემთხვევების უმეტესობა პატრაში დაფიქსირდა, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ბაქტერია ორგანიზმში სწრაფად ვრცელდება და შესაბამისად პაციენტის მდგომარეობის დამძიმებაც ელვის სისწრაფით ხდება ჯანდაცვის სამინისტრო მენინგიტის სიმპტომების ჩამონათვალს ავრცელებს და მოუწოდებს მოსახლეობას მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს დაუყოვნებლივ.

მენინგიტი ეს არის ტვინის რბილი გარსების ანთება, რომელსაც ძირითადად იწვევს ბაქტერია ან ვირუსი. აქედან გამომდინარე, არჩევენ ვირუსულ და ბაქტერიულ მენინგიტს (გავრცელებული სახელწოდება “მფრინავი მენინგიტი” არ არის სამედიცინო ტერმინი, მას შეიძლება საფუძვლად ედოს ინფექციის გავრცელების გზა, როდესაც დაავადება ერთი ადამიანიდან მეორეს გადაედება ჰაერ-წვეთოვანი გზით).

დაავადება შეიძლება გავრცელდეს სხეულის ნებისმიერი ნაწილში არსებული ინფექციური კერიდან, როგორიცაა კანი, საშარდე და საჭმლის მომნელებელი სისტემა, მაგრამ ყველაზე ხშირად ინფექციის წყარო ხდება სასუნთქი სისტემა. დაავადება ვრცელდება ინფიცირებული ადამიანისაგან ცხვირიდან ან პირის ღრუდან გამოყოფილი წვეთების საშუალებით ლაპარაკის, ხველების ან ცხვირცემინების დროს. ინფექცია ასევე შეიძლება გავრცელდეს დაავადებული ადამიანის საყოფაცხოვრებო ნივთების, პირსახოცის და ა.შ. გამოყენების შემთხვევაში.

დაავადებისათვის აუცილებელია ინფექციის წყაროსთან ხანგრძლივი და ახლო კონტაქტი, ამიტომ მენინგიტის გავრცელებას სეზონური ხასიათი აქვს, მატულობს ზამთარსა და გაზაფხულზე, ხშირია “დახურულ” კოლექტივებში (ბავშვთა ბაგები, სკოლები).

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ბაქტერიის ან ვირუსის გადაცემა არ ნიშნავს, რომ ეს პიროვნება მენინგიტით გახდა ავად. დაავადება შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ ყელის ტკივილით, ხველით და ტემპერატურით ან ადამიანი სრულიადაც არ გახდეს ავად და დაავადება მიმდინარეობდეს კლინიკური გამოვლინების გარეშე (ე.წ. “მტარებლობა”). თუმცა ეს “მტარებელიც” ინფექციის გავრცელების წყაროს წარმოადგენს.

მენინგიტი, გამოწვეული ბაქტერიებით, უფრო ხშირია ადრეული ასაკის ბავშვებში და 60 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში. სტრეპტოკოკი, ეშერიხია, ლისტერია უფრო ხშირია ახალშობლებში, პნევმოკოკი და მენინგოკოკი 2 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში. ვირუსული მენინგიტი (ენტეროვირუსული, ჰერპესვირუსული) უფრო ხშირია ადრეული ასაკის ბავშვებში.

დაავადების კლინიკური ნიშნები დამოკიდებულია როგორც ბავშვის ასაკზე, ისე დაავადების გამომწვევზე (ვირუსი თუ ბაქტერია). ვირუსული მენინგიტი ჩვეულებრივ უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე ბაქტერიული, თუმცა დაავადების საწყისი ნიშნები შეიძლება ერთნაირი იყოს.

მენინგიტის პირველი ნიშნებია ცხელება, ღებინება, ლეთარგია (ძილიანობა) ან აღგზნება. მოზრდილი ასაკის ბავშვები უჩივიან თავის ძლიერ ტკივილს, კუნთების ტკივილს, ავადმყოფს აღიზიანებს ხმაური, სინათლე. შეიძლება აღინიშნოს კეფის კუნთების დაჭიმულობა (რიგიდობა). დაავადების ყველაზე მძიმე ფორმის (მენინგოკოქცემიის) დროს დაავადების პირველივე საათებში ვითარდება სხვადასხვა ფორმის სისხლჩაქცევები.

ახალშობილებში და ადრეული ასაკის ბავშვებში დაავადების კლასიკური ნიშნების ნაცვლად ვლინდება ძლიერი აღგზნება ან მივარდნილობა, ძილიანობა. შეიძლება აღინიშნოს ე.წ. პარადოქსული აღგზნება: როდესაც ბავშვი დედას აჰყავს ხელში, ეს იწვევს არა ბავშვის დაწყნარებას, არამედ კიდევ უფრო მეტ აღგზნებას.

მენინგიტის თავიდან აცილების ერთ-ერთ საშუალებას ჰიგიენის წესების მარტივი დაცვა წარმოადგენს: ხშირად დაიბანეთ ხელები, მოერიდეთ ახლო კონტაქტს შესაძლო დაავადებულთან, არ ისარგებლოთ საერთო ჭურჭლით და ა.შ.  დაავადების ნებისმიერი სიმპტომის გამოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *