Latest news
6 ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული 59 წლის კაცი სასამართლოში გადაიყვანეს ელენიკოს პარკი - ათენის ახალი მწვანე სივრცე აგიტის მღვიმე - დრამაში მდებარე მიწისქვეშა იდუმალი სამყარო პროგრამა “პირადი დამხმარე” მუდმივ ხასიათს იძენს რუანდა და უგანდა ”დაბრუნების ცენტრების” 2 მთავარ ვარიანტად განიხილება დაინტერესებული პირები დასაქმების პროგრამაზე განცხადებების გაკეთებას 18 აგვისტომდე შეძლებენ საბერძნეთი: ატიკის გუბერნატორი ქალაქში მომრავლებული კოღოების წინააღმდეგ ზომებს იღებს საბერძნეთი: კიდევ ერთი თვითმკვლელობის შემთხვევა მეტროში საბერძნეთის სახელმწიფო ხანძრის შემდგომი ეროზიისა და წყალდიდობების პრევენციის სამუშაოებს იწყებს Marfin-ის საქმე: წინასწარი პატიმრობა შეეფარდა საქმის მესამე ბრალდებულსაც
ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
Uncategorized

რამდენად ცდილობს საბერძნეთის სახელმწიფო ხელი შეუწყოს შობადობის მატებას

რამდენად ცდილობს საბერძნეთის სახელმწიფო ხელი შეუწყოს შობადობის მატებას

საბერძნეთი უკვე დიდი ხანია დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დგას. ქვეყანა აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად ცდილობს არაერთი პროგრამის გატარებას და დაფინანსების გაცემას, რათა ხელი შეუწყოს შობადობის მატებას და შეახსენოს მშობლებს, რომ მრავალშვილიანობა უსამსახუროდ დარჩენის რისკს არ ზრდის.

სოციალური პროგრამა “ძიძები სამეზობლოდან” უკვე ამოქმედდა. პროგრამაზე რეგისტრაცია ntantades.gov.gr ვებსაიტზეა შესაძლებელი. 

აღნიშნული სოციალური პროგრამის მიზანია დიასახლისები დაუბრუნდნენ პროფესიულ საქმიანობას. იმისთვის რომ ზემოთაღნიშნულის შესაძლებლობა მიეცეთ დიასახლისებს სახელმწიფო გასცემს ვაუჩერებს, რომლებითაც მშობლები ძიძებისთვის ანაზღაურების გადახდას შეძლებენ.

აღნიშნული სოციალური პროგრამა საპილოტე რეჟიმში უკვე 62 მუნიციპალიტეტში განხორციელდა და ახლა უკვე მზად არის სრულიად საბერძნეთის მასშტაბით შევიდეს ძალაში.

ვაუჩერის მისაღებად რეგისტრაცია შეუძლიათ დედებს, რომლებსაც ჰყავთ 2 თვიდან 2,5 წლამდე ასაკის ბავშვები და მამებს, რომლებსაც სრული მეურვეობა აქვთ შვილებზე. განმცხადებლების წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 24 000 ევროს.

ვაუჩერი არის 500 ევროს ღირებულების დედებისთვის, რომლებიც სრულ განაკვეთზე მუშაობენ, ხოლო 300 ევროს ოდენობის თვეში მათთვის, ვინც ნახევარ განაკვეთზე მუშაობს. დედებისთვის, რომლებიც ამჟამად უმუშევრები არიან და ეძებენ სამსახურს, ასევე 300 ევროს შეადგენს ვაუჩერი, რომელსაც სამი თვის განმავლობაში მიიღებენ მხოლოდ.

სამუშაო საათები ძიძებისთვის განისაზღვრება ოჯახსა და ძიძას შორის შეთანხმებით, რათა მორგებული იყოს თითოეული ოჯახის კონკრეტულ საჭიროებებზე.

თითოეულ ძიძას შეუძლია შეითავსოს 3 ბავშვის მოვლა, რაც ჯამში მის ანაზღაურებას 1500 ევრომდე გაზრდის.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამაში მონაწილეობის მიღება ბებია-ბაბუებსაც შეუძლიათ.

პროგრამაში მონაწილეობის მთავარი წინაპირობაა, რომ მათ ჰქონდეთ ზოგადი განათლების ატესტატი და დაესწრონ ონლაინ სემინარს, რომელიც საჭირო ტრენინგს უზრუნველყოფს. ასევე აუცილებელია ცნობა სასწრაფო დახმარების ცენტრიდან, რომელიც დაადასტურებს, რომ ძიძას შეუძლია პირველადი დახმარება აღმოუჩინოს ბავშვს საჭიროების შემთხვევაში და ჯანმრთელობის ცნობა: ზოგადი ექიმისგან, ფსიქიატრისგან, დერმატოლოგისგან, ნასამართლეობის ცნობა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *