Latest news
როდის შეძლებს საბერძეთის მოსახლეობა შემდეგი 3 დღიანი უქმეს გამოყენებას სალონიკი: კორპუსის მაცხოვრებლები ერთ-ერთ ბინაში Airbnb-ის გაკეთებას ეწინააღმდეგებიან კატო ტითორეა: ბანკის მძარველებს დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას მოპარული თანხა ჩანთიდან ამ... რატომ უარყოფდა ხალხი ასპირინს  13 მაისს საჯარო მოხელეები იფიცებიან აუდიტთა კომიტეტმა პარლამენტარების ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა რეპეტიცია ზაფხულისთვის: ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს დღეიდან 12 მაისის ჩათვლით ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს ნასვამმა კაცმა ბარში ცეცხლი გახსნა ავლონა: რა ხდება არასრულწლოვნების ციხეებში: დანაშაულის ფენომენი და ჩვენებები
ორშაბათი, მაისი 11, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

რას აღნიშნავს საბერძნეთი დღევანდელ დღეს

რას აღნიშნავს საბერძნეთი დღევანდელ დღეს

საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღედ და საბერძნეთის ეროვნული აღორძინების დღედ არის მიჩნეული 25 მარტი, დღე, როდესაც დაიწყო დიდი განმათავისუფლებელი რევოლუცია ოსმალეთის იმპერიის მიერ 400 წლიანი ოკუპაციის შემდეგ. 

ამ დღეს ბერძნები პატივს მიაგებენ 1821-1829 წლებში რევოლუციის პერიოდში დაღუპულ გმირებს.

ეს დღე მნიშვნელოვანია ასევე რელიგიური კუთხიდანაც, რადგან ემთხვევა ხარების მართლმადიდებლურ დღესასწაულს. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ყოველწლიურად იმართება სამხედო აღლუმები და საზეიმო მსვლელობები. 

შეგახსენებთ, რომ 1821 წლის 25 მარტს, ხარების დღეს, კალავრიტას მახლობლად, წმინდა ლავრის მონასტერში, პირველად გაისმა მოწოდება “თავისუფლება ან სიკვდილი” და პატრას მიტროპოლიტმა ჰერმანმა აღმართა რევოლუციის დროშა. რევოლუციის დასრულების შემდეგ შექმნილი საბერძნეთის სახელმწიფო დროშა ზუსტად იმეორებდა ამ ბანერს 1978 წელს საბერძნეთის ამჟამინდელი დროშის ოფიციალურ დამტკიცებამდე.  

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *