Latest news
ათენი: გრავას სკოლებში 4 000 მოსწავლეს დისტანციურად ჩაუტარდება გაკვეთილები ათენის მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობის გასაგრძელებლად უცხოელ ექსპერტს მოიწვევენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: ბრალდებულების შვილი პლაზმოფერეზის პროცედურაზე საუბრობს მაზონაკისის გრადაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული უარყოფს საზღვარგარეთ მილიონობით ევროს ანგარიში... დეფორმირებული ატამი პირუტყვის ყვავილზე უფრო მასშტაბური იქნება ნიკოს მორაიტისი საავტორო უფლებებზე საუბრობს სალონიკი: პოლიციელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა ტიროდა, რადგან უთხრეს თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო - რას ამბობს 13 წლის კენიელი მოსწავლის დედა მხოლოდ 2 წუთით მანქანის გაჩერება შესაძლოა ჯარიმის გამოწერით დასრულდეს კრეტა: რატომ მოიპარა მძარცველმა ჯიხურის დაცვის კამერა
პარასკევი, ოქტომბერი 9, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

რას ითხოვენ ტაქსის მძღოლები და რატომ მიიღო გაფიცვამ მუდმივი ხასიათი 

რას ითხოვენ ტაქსის მძღოლები და რატომ მიიღო გაფიცვამ მუდმივი ხასიათი 

დღეს, 2 დეკემბერს და ხვალ, ოთხშაბათს 3 დეკემბერს ქალაქი ტაქსის გარეშე დარჩება, 48 საათიანი გაფიცვის ფარგლებში, რომელიც ნელ-ნელა მუდმივ ხასიათს იძენს.

ტაქსის მძღოლთა ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული გადაყვეტილების თანახმად მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაფიცვის ფარგლებში სრულიად ქვეყნის მასშტაბით იგეგმება საპროტესტო აქციები. 

გაფიცვის გადაწყვეტილება კომიტეტმა 24 ნოემბერს მიიღო. 

მძღოლები აცხადებენ, რომ მათ პროფესიასთან დაკავშირებული პრობლემებისა და გამოწვევების აღმოსაფხვრელად არაფერს აკეთებს სახელმწიფო და ითხოვენ ხელისუფლებისგან შესაბამისი ზომების გატარებას.

მათ მთავარ მოთხოვნად გადასაადგილებელი სატრანსპორტო საშუალებების ელექტრონულად დაქირავების პროგრამის შეჩერება რჩება, რომელიც წესით 2026 წლის 1 იანვრიდან უნდა ჩაეშვას. ტაქსის მძღოლები აღნიშნული პროგრამის 2035 წლამდე გადადებას ითხოვენ.

მოთხოვნათაგან ერთ-ერთია: 

  • სხვადასხვა აპლიკაციებისთვის მუშაობის წესების დადგენა, რათა აღმოიფხვრას არაჯანსაღი კონკურენცია, 
  • ტაქსის მძღოლებისთვის ავტობუსების ზოლებში შესვლის და გადაადგილების ნების დართვა,
  • ტარიფების კორექტირება, 
  • სამართლიანი საგადასახადო მოთხოვნები.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *