Latest news
კრიმინოლოგის მობილური ტელეფონი და საფულე იპოვეს როგორ უნდა აღმოიფხვრას ათენში საცობების პრობლემა Euro 7: 2026 წლის ბოლოდან ავტომობილებისთვის ახალი ეკოლოგიური მოთხოვნები ამოქმედდება The Guardian: ნოლანის „ოდისეამ“ შესაძლოა მესინია სამუდამოდ შეცვალოს საბერძნეთი: წყლის რესურსების მართვის ახალი მეთოდები საბერძნეთში „თეთრი ზონების“ პროექტი იწყება – 54 ახალი სადგური ციფრული ტელევიზიის დაფარვას გააფართოებ... სიროსზე ბავშვის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩავიდა - აცხადებს 41 წლის ქალის ოჯახის ადვოკატი ოლიმპოს მთა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა კირიაკოს მიცოტაკის: აგვისტოში დიზელის ფასი კიდევ 10 ცენტით შემცირდება ღალაცი: 80 წლის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
კვირა, ივლისი 26, 2026
საბერძნეთიUncategorized

როდიდან შეძლებენ მშობლები შვილების ჩვილ ბავშვთა ბაღებში რეგისტრაციას 

როდიდან შეძლებენ მშობლები შვილების ჩვილ ბავშვთა ბაღებში რეგისტრაციას 

მშობლებმა, რომლებსაც სურთ მათი შვილები ჩვილ ბავშვთა ბაღებში დაარეგისტრირონ სექტემბრისთვის, განცხადებები საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გადაგზავნონ ივნისის დასაწყისამდე, რათა პასუხისმგებელმა მუნიციპალურმა ორგანოებმა შეძლონ აღნიშნული განცხადებების დროული განხილვა.

უკვე მუნიციპალიტეტების უმეტესობაში დაწყებულია აღნიშული პროცედურა. დაინტერესებული პირები უნდა ეწვივნონ იმ მუნიციპალიტეტის ვებ.გვერდებს, რომლებსაც მათი საცხოვრებელი ადგილი მიეკუთვნება, რათა მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია განაცხადის გაკეთების ვადებსა და საჭირო დოკუმენტაციაზე. 

ჩვილ ბავშვთა ბაღში რეგისტრაციის უფლება აქვთ 16-დან 30 თვემდე ბავშვების მშობლებს, რომლებიც 2023 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის 30 აპრილამდე არიან დაბადებულები, ხოლო საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის უფლება აქვთ 2,5 წლიდან სავალდებულო საგანმანათლებლო ასაკის მიღწევამდე ბავშვებს, რომელბიც 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 მარტამდე არიან დაბადებულნი. 

რაც შეეხება საჭირო დოკუმენტაციას უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული მუნიციპალიტეტს განსხვავებული მოთხოვნა აქვს, თუმცა საბუთების ჩამონათვალი რომლებსაც ყველა მუნიციპალიტეტი აუცილებლად ითხოვს შემდეგია: 

  • ჯანმრთელობის ცნობა პედიატრისგან (რომელიც ასევე შეიცავს მონაცემებს ყველა აცრაზე, რომელიც გაკეთებული აქვს)
  • ოჯახური მდგომარეობის დამადასტურებელი მოწმობა
  • მშობლების დასაქმების მოწმობები

ჩვილ ბავშვთა ბაღები სასწავლო პროცესს იწყებენ 2025 წლის 1 სექტემბრიდან და სასწავლო პროცესი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 07:00 საათიდან 15:45 საათამდე გასტანს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *