რუსეთს აუცქიონზე გააქვს ზელენსკის სახლი ყირიმში
რუსეთის ხელმძღვანელობამ ყირიმში, იალტაში, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და მისი მეუღლის, ოლენა ზელენსკას 120 კვადრატული მეტრის ფართობის რეზიდენცია აუქციონზე გასაყიდად გაიტანა.
აუქციონი დაგეგმილია 30 ოქტომბერს და ნეოკლასიკური პენტჰაუსის შესყიდვის საწყისი ფასი 250 000 დოლარია. მისი რეალური ღირებულება 800 000 დოლარად არის შეფასებული.
მაისში ყირიმის გუბერნატორმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოჯახის კუთვნილი რეზიდენცია, ისევე როგორც უკრაინის მოქალაქეების სხვა ქონება, ჩამორთმეულია რუსეთის ფედერაციის მიერ.
ე.წ. ყირიმის სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელმა ვლადიმირ კონსტანტინოვმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ბინის გაყიდვიდან შემოსული თანხა და დანარჩენი ჩამორთმეული ქონება უკრაინის ფრონტზე მყოფ რუს ჯარისკაცებს და მათ ოჯახებს, ასევე ყირიმის განვითარების პროექტებს მოხმარდება.
