Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

საბერძნეთი: კუნძულ კორფუზე ხანძარი მძვინვარებს-ცეცხლი სახლებს ემუქრება

კუნძულ კორფუზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მძვინვარებს სოფლებს, აგიოს სტეფანოსსა და ავლიოტესს შორის და ემუქრება საცხოვრებელ სახლებს.

რაიონში ქრის 8 ბოფორტამდე სიძლიერის ქარი, რაც ხელს უწყობს ცეცხლის სწრაფ გავრცელებას. ამ წუთებში იწვის ზეთისხილის ბაღები და სახნავ-სათესი მიწები.

თვითმხილველების თქმით, ხანძარი, როგორც ჩანს დასახლების გარეთ, სამ სხვადასხვა ადგილას გაჩნდა.

მანამდე 112-დან შეტყობინება გაიგზავნა სოფელ აგიოს სტეფანოს ევაკუაციისთვის.

ამ დროისთვის ადგილზე მუშაობს სახანძრო ბრიგადის16 მანქანა და 32 მეხანძრე, ასევე კორფუს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო დაცვის მანქანები.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *