Latest news
გიორგოს მაზონაკისის დედა განცხადებას აკეთებს საბერძნეთის 6 რეგიონში შომადობამ 50%-ით იკლო იმედისმომცემი სიახლე 16 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამერიკელი სპეციალისტი პლაზმოფერეზის პროცედურაში დაშვებულ 3 ძირითად პრობლემაზე საუბრობს რამდენად რეკომენდირებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მხატვრული ლიტერატურის თარგმნისთვის დიმოღლიდუ: საბერძეთის პოლიცია გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმეში მესამე პირის არსებობას არ გა... 25 წლის პენელოპეს მოსაკლავად მისი ყოფილი პარტნიორი ათენიდან იღუმენიცაში ჩავიდა ნასოს კომიანოსის ადვოკატი: ჩემი კლიენტი გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალებასთან კავშირში არ არის კლაუდია ლატა: ჩემი შვილი უმწეო მდგომარეობაში, სრულიად მარტო გარდაიცვალა ვაგონში იღუმენიცა: 27 წლის კაცმა ყოფილი პარტნიორის მკვლელობა აღიარა
სამშაბათი, სექტემბერი 22, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბავშვო ბაღების ვაუჩერები: დღეს დროებითი შედეგები გამოქვეყნდება

საბავშვო ბაღების ვაუჩერები: დღეს დროებითი შედეგები გამოქვეყნდება

დღეს, 10 აგვისტოს საბავშვო ბაღების ვაუჩერების  ბენეფიციარების პირველადი შედეგები გამოქვეყნდება 2026–2027 სასწავლო პერიოდისთვის. პროგრამა ევროკავშირის დაფინანსებით (ΕΣΠΑ) ხორციელდება.

განაცხადებების მიღება 5 აგვისტოს დასრულდა, რის შემდეგაც საბუთების შემოწმებას საბერძნეთის ადგილობრივი თვითმმართველობისა და განვითარების სააგენტო ახორციელებს.

დროებითი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მშობლებმა უნდა გადაამოწმონ, დაკმაყოფილდა თუ არა მათი განაცხადი და სწორად იქნა თუ არა შეფასებული წარდგენილი დოკუმენტები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახის შემოსავლის, უმუშევრობის სტატუსის, შშმ პირის სტატუსის, მრავალშვილიანობისა და ოჯახის წევრების რაოდენობის მონაცემების შემოწმება.

თუ მშობელი მიიჩნევს, რომ განაცხადი არასწორად შეფასდა ან რომელიმე დოკუმენტი და კრიტერიუმი არ იქნა გათვალისწინებული, მას გასაჩივრების შესაძლებლობა ექნება 11-დან 13 აგვისტოს ჩათვლით.

ვადის ხანგრძლივობა მხოლოდ სამი დღეა, ამიტომ დროებითი შედეგების გამოქვეყნებისთანავე განაცხადისა და შეფასების დეტალურად გადამოწმება მნიშვნელოვანია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *