Latest news
The Guardian: ნოლანის „ოდისეამ“ შესაძლოა მესინია სამუდამოდ შეცვალოს საბერძნეთი: წყლის რესურსების მართვის ახალი მეთოდები საბერძნეთში „თეთრი ზონების“ პროექტი იწყება – 54 ახალი სადგური ციფრული ტელევიზიის დაფარვას გააფართოებ... სიროსზე ბავშვის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩავიდა - აცხადებს 41 წლის ქალის ოჯახის ადვოკატი ოლიმპოს მთა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა კირიაკოს მიცოტაკის: აგვისტოში დიზელის ფასი კიდევ 10 ცენტით შემცირდება ძლიერი წვიმის ამსახველი კადრები აკროპოლისიდან  საბერძნეთი ოლიმპოს მთის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეყვანას ცდილობს როგორ გარდაიქმნება მატარებლების დამუხრუჭება ელ.ენერგიად  58 000-ზე მეტი ელვა საბერძნეთის ცაზე
კვირა, ივლისი 26, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

საბერძნეთის ტერიტორიაზე 40 გრადუსზე მეტი ტემპერატურა 9 ივლისამდე შენარჩუნდება

საბერძნეთის ტერიტორიაზე 40 გრადუსზე მეტი ტემპერატურა 9 ივლისამდე შენარჩუნდება

სრულიად ევროპას გადაუარა გაუსაძლისმა სიცხის ტალღამ. ტემპერატურა 40 გრადუსს სცდება. ესპანეთსა და პორტუგალიაში კი ბარომეტრმა 46 გრადუსსაც მიაღწია.

გაუსაძლისი სიცხეების უკან “თერმული გუმბათის” ფენომენი დგას, რომლის დროსაც დღეების, კვირაბისა და ხანდახან თვეების განმავლობაშიც კი ერთი ან რამდენიმე რეგიონისა თუ ქვეყნის თავზე თბილი ჰაერის მასები გროვდება და ატმოსფეროში ჯიუტად რჩება. ისე, თითქოს ატმოსფეროს ქვაბის თავსახური ახურავს.

თოდორის კოლიდასმა აღნიშნულ ფენომენს “ჩუმი მკვლელი” უწოდა, რადგან განსაკუთრებით ზრდის მოხუცებულებსა და ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებელს. აღნიშნული ფენომენის დროს ადვილად ხურდება ორგანიზმი, განსაკუთრებით ფეხმძიმე ქალების ორგანიზმი, რაც ზრდის ნაადრევი მშობიარობის რისკს.

მომავალი კვირის ყველაზე ცხელი დღეები 8 და 9 ივლისი იქნება, როცა ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს სრულიად ქვეყნის მასშტაბით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *