Latest news
რა უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა შვებულების პერიოდში მანქანის ქალაქში დატოვებისას სამოქალაქო დაცვის სისტემა: ცვლილებები, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გატარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზამთრის განრიგზე სექტემბრის დასაწყისიდან გადავა გაფრთხილება მძღოლებს, რომლებსაც მაღალი სიჩქარე იტაცებთ როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს 
ოთხშაბათი, აგვისტო 26, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ბანკთა ასოციაცია ხანძრით დაზარალებულთა მხარდასაჭერ ღონისძიებას აანონსებს

საბერძნეთი: ბანკთა ასოციაცია ხანძრით დაზარალებულთა მხარდასაჭერ ღონისძიებას აანონსებს

საბერძნეთის ბანკების ასოციაციაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი ოთხი წევრი ბანკი: Alpha Bank, Eurobank, ეროვნული ბანკი (Εθνική Τράπεζα) და Piraeus Bank ხანძრის შედეგად დაზარალებულებისა და დაღუპულთა ოჯახების მხარდასაჭერად სპეციალურ ზომებს გაატარებენ.

ბანკები სრულად ჩამოწერენ ამ ოთხი ფინანსური ინსტიტუტის მიმართ არსებულ საცხოვრებელ, სამომხმარებლო და საკრედიტო ბარათების სესხებს იმ მეხანძრეების, ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრებისა და სხვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პირების ოჯახის წევრებისთვის (მშობლები, მეუღლეები და არასრულწლოვანი შვილები).

ამასთან, ხუთივე დაღუპულის ოჯახი ერთჯერადად მიიღებს 50 000 ევროს ფინანსურ დახმარებას. ერთჯერადი დახმარების მისაღებად გარდაცვლილთა ოჯახის წევრები უშუალოდ ასოციაციას უნდა დაუკავშირდნენ.

გარდა ამისა, ასოციაციის ყველა წევრმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ ბოლო ხანძრების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესებისათვის ყველა ტიპის სესხის გადახდა 6 თვის ვადით შეაჩეროს. ასევე, იმავე ვადით გადაიდება დავალიანებების იძულებითი ამოღების პროცედურებიც.

აღნიშნული შეღავათები გავრცელდება მხოლოდ იმ მსესხებლებზე, რომლებიც მთავრობის მიერ ოფიციალურად განსაზღვრულ ხანძრით დაზარალებულ ზონებში ცხოვრობენ ან საქმიანობენ. დახმარების მსურველებმა შესაბამისი განცხადებით საკუთარ მომსახურე ბანკს უნდა მიმართონ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *