Latest news
ბრიტანელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულის აღმზრდელი ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს Marfin-ის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული ჩვენებას 11 აგვისტოს მისცემს რიო-ანდირიოს ხიდის გახსნიდან 22 წელი გავიდა - ხიდი, რომელმაც საბერძნეთის 2 რეგიონი დააკავშირა კითირა: ლიკოდიმუს სანაპირო უსაფრთოების მიზნით დაკეტეს ატიკის რეგიონი მცირე ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას 95,5 მილიონი ევროთი დააფინანსებს დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები, რომელთა გამოვლინების დროსაც აუცილებელია ექიმს მივმართოთ ახალი ვერტმფრენები, დრონები და ტყის სპეცდანაყოფები - საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარ... თესალიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტური საცხოვრებლისთვის 2,3 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო შაბათს კუნძულ კრეტაზე, ხიოსზე, სამოსა და იკარიაზე ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია ჩრდილოეთ ევია: მიტოვებულ მაღაროებზე გაჩენილი 14 ტბა
შაბათი, აგვისტო 8, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

საბერძნეთი: დააკავეს იტალიის მოქალაქე, რომელსაც ბრალად ადამიანის განზრახ მკვლელობა ედება

საბერძნეთი: დააკავეს იტალიის მოქალაქე, რომელსაც ბრალად ადამიანის განზრახ მკვლელობა ედება

საბერძნეთში, ქალაქ ეღიოს მახლობლად მდებარე ლოღოსის დასახლებაში დააკავეს 65 წლის იტალიის მოქალაქე, რომელსაც ბრალად საკუთარი 54 წლის მეუღლის და მისი 26 წლის შვილის განზრახ მკვლელობა ედება.

სამართალდამცავმა ორგანოებმა კაცი საწყის ეტაპზე იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს, თუმცა გამოძიების მსვლელობისას დამატებითი მტკიცებულებების აღმოჩენის შედეგად პროკურორმა ბრალის დამძიმების გადაწყვეტილება მიიღო.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სახლის კარსა და ფანჯრებზე ძალადობრივი შეღწევის კვალი არ არსებობს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დანაშაულის ჩანედის დროს სახლში უცხო პირი არ იმყოფებოდა.

პოლიციამ ეზოში იპოვა ახლად გარეცხილი საცვალი, რომელზეც სავარაუდოდ სისხლის კვალი იყო. ასევე, ეჭვმიტანილის დაკითხვისას სამართალდამცველებმა მისი სხეულიდან ალკოჰოლის ძლიერი სუნი იგრძნეს. მიუხედავად ამისა, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში არ ჩანდა. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ მან შესაძლოა ხელები და სხეულის სხვა ნაწილები სპირტით გაიწმინდა, რათა შესაძლო კვალი გაენადგურებინა.

გამომძიებლების ყურადღება მიიპყრო მისმა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებმაც. თავდაპირველად მან განაცხადა, რომ დილის 11:30 საათზე ექიმთან შეხვედრა ჰქონდათ დაგეგმილი, მოგვიანებით კი თქვა, რომ როდესაც დიდი ხნით მოეფარნენ თვალს მისი პარტნიორი და შვილი მათი მოძებნა გადაწყვიტა. ამავე დროს ამტკიცებდა, რომ არც ყვირილი და არც გასროლის ხმა არ გაუგონია.

პოლიციამ მის ხელებზე ნაკაწრებიც აღმოაჩინა. გარდა ამისა, 54 წლის ქალის ფრჩხილებიდან ამოღებულია ბიოლოგიური მასალა, რომლის იდენტიფიცირების პროცესიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს. გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ მკვლელობას წინ უძღოდა ფიზიკური დაპირისპირება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *