Latest news
6 ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული 59 წლის კაცი სასამართლოში გადაიყვანეს ელენიკოს პარკი - ათენის ახალი მწვანე სივრცე აგიტის მღვიმე - დრამაში მდებარე მიწისქვეშა იდუმალი სამყარო პროგრამა “პირადი დამხმარე” მუდმივ ხასიათს იძენს რუანდა და უგანდა ”დაბრუნების ცენტრების” 2 მთავარ ვარიანტად განიხილება დაინტერესებული პირები დასაქმების პროგრამაზე განცხადებების გაკეთებას 18 აგვისტომდე შეძლებენ საბერძნეთი: ატიკის გუბერნატორი ქალაქში მომრავლებული კოღოების წინააღმდეგ ზომებს იღებს საბერძნეთი: კიდევ ერთი თვითმკვლელობის შემთხვევა მეტროში საბერძნეთის სახელმწიფო ხანძრის შემდგომი ეროზიისა და წყალდიდობების პრევენციის სამუშაოებს იწყებს Marfin-ის საქმე: წინასწარი პატიმრობა შეეფარდა საქმის მესამე ბრალდებულსაც
ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ლიფტების ელ.რეგისტრაციის ვადა 10 დღეში იწურება

საბერძნეთი: ლიფტების ელ.რეგისტრაციის ვადა 10 დღეში იწურება

ლიფტების სავალდებულო ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა 2026 წლის 30 ივნისია. ხელისუფლების განცხადებით, 30 ივნისი რეგისტრაციის საბოლოო თარიღია, ამიტომ ყველა მფლობელმა და შენობის ადმინისტრატორმა პროცედურა დროულად უნდა გაიაროს.

რეგისტრაცია უფასოა და სპეციალურ ელექტრონულ პლატფორმაზე Taxisnet-ის კოდების გამოყენებით ხორციელდება. პროცედურა რამდენიმე წუთს გრძელდება და ყველა ტიპის ლიფტს ეხება – მრავალბინიან და კერძო საცხოვრებელ სახლებში, სასტუმროებში, ოფისებში, სავაჭრო ცენტრებსა და სხვა კომერციულ თუ შერეული დანიშნულების შენობებში. რეგისტრაცია აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ ლიფტი უკვე სერტიფიცირებულია, ან ადრე სხვა რეესტრში იყო გატარებული.

სამინისტრო პასუხისმგებელ პირებს განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ მხოლოდ განაცხადის დროებითი შენახვა საკმარისი არ არის. აუცილებელია მისი საბოლოო დადასტურება, რის შემდეგაც სისტემა გასცემს უნიკალურ საიდენტიფიკაციო ნომერს.

30 ივნისის შემდეგ დაურეგისტრირებელი ლიფტების მფლობელებს ჯარიმები დაეკისრებათ: 1 000 ევრო – საცხოვრებელი შენობებისთვის, 2 500 ევრო – კომერციული ან შერეული დანიშნულების შენობებისთვის და 5 000 ევრო – საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ობიექტებისთვის.

1-ლი ივლისიდან რეგისტრაციის ნომერი ლიფტებისთვის ოფიციალური ტექნიკური იდენტიფიკაციის ნაწილი გახდება და მისი მითითება ტექნიკური მომსახურების ყველა დოკუმენტში სავალდებულო იქნება. შესაბამისად, დაურეგისტრირებელი ლიფტებისთვის კანონიერად ტექნიკური მომსახურების გაწევა იქნება შესაძლებელი მანამ, სანამ პასუხისმგებელი პირები არ გადაიხდიან ჯარიმას და არ დაასრულებენ რეგისტრაციის პროცედურას.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *