Latest news
საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები OpenCar: ავტომობილის ნომრით შესაძლებელი იქნება გარბენის, ტექინსპექტირებისა და დაზღვევის შემოწმება პედიონ ტუ არეოსის პარკი საშობაოდ მორთეს ათენის მერი კიფსელის „წითელ ზონაში“ მოქცეული კორპუსების უსაფრთხოებაზე შეშფოთებას გამოთქვამს და მოსახ... ვრცელდება კადრები რომელშიც 24 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩემოდნით ხალშია დაფიქსირებული
კვირა, ნოემბერი 22, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: მეცხოველეებისთვის ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფო 4,2 მილიონ ევროს გამოყოფს

საბერძნეთი: მეცხოველეებისთვის ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფო 4,2 მილიონ ევროს გამოყოფს

საბერძნეთის სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სურსათის სამინისტრო 176 მეცხოველეობის ფერმას, რომელთა ცხოველებიც ინფექციური დაავადებების გამო სავალდებულოდ განადგურდა, ჯამში 4,2 მილიონი ევროს კომპენსაციას გადაუხდის.

კომპენსაცია შეეხება 75 316 ცხოველს, რომლებიც ცხვარ-თხის ყვავილისა და კუნძულ ლეზვოსზე დაფიქსირებული ფეხისა და პირის დაავადების გავრცელების გამო გაანადგურეს.

ყველაზე დიდი თანხა 2,84 მილიონი ევრო კუნძულ ლეზვოსზე მდებარე 73 ფერმას გადაერიცხება, ხოლო დანარჩენი 1,38 მილიონი ევრო შვიდი რეგიონის 103 მეურნეობას მოხმარდება, რომლებიც ცხვარ-თხის ყვავილით დაზარალდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, გადარიცხვები უკვე დამტკიცებულია და თანხები ბენეფიციართა საბანკო ანგარიშებზე მომდევნო 1-2 სამუშაო დღეში ჩაირიცხება. ხელისუფლება აცხადებს, რომ მეცხოველეობის სექტორის მხარდაჭერა და ცხოველთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *