Latest news
რა უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა შვებულების პერიოდში მანქანის ქალაქში დატოვებისას სამოქალაქო დაცვის სისტემა: ცვლილებები, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გატარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზამთრის განრიგზე სექტემბრის დასაწყისიდან გადავა გაფრთხილება მძღოლებს, რომლებსაც მაღალი სიჩქარე იტაცებთ როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს 
ოთხშაბათი, აგვისტო 26, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: მზიანი ამინდი, ჩრდილოეთის ძლიერი ქარები – რომელ რეგიონებში მიაღწევს ტემპერატურა 37 გრადუსს

საბერძნეთი: მზიანი ამინდი, ჩრდილოეთის ძლიერი ქარები – რომელ რეგიონებში მიაღწევს ტემპერატურა 37 გრადუსს

საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის (EMY) პროგნოზის მიხედვით, კვირას, 2 აგვისტოს საბერძეთში ძირითადად მზიანი და უნალექო ამინდი იქნება. ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში მოსალოდნელია ჩრდილოეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის 4-6 ბოფორი სიმძლავრის ქარები, ხოლო ეგეოსის ზღვის კუნძულებზე დილის საათებში ზოგ ადგილას შესაძლოა ქარების სიმძლავრემ 7 ბოფორსაც მიაღწიოს.

ტემპერატურა საბერძნეთის სახმელეთო ნაწილში 34-36 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო დასავლეთ რაიონებში ადგილობრივად 37 გრადუსსაც მიაღწევს. კიკლადესის კუნძულებსა და ჩრდილოეთ კრეტაზე ტემპერატურა დაახლოებით 30 გრადუსი იქნება.

ათენში ამინდი ძირითადად მზიანი იქნება. დილის საათებთან შედარებით დღის მეორე ნახევრიდან ქარი შედარებით შესუსტდა.

ტემპერატურა 23-დან 33 გრადუსამდე მოიმატებს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *