Latest news
სერესში მამაკაცი კულურში აღმოჩენილი მინის ნატეხით დაშავდა  პერისტერში შინაური ცხოველებისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა საკალათბურთო სკანდალის საქმეზე 6 ბრალდებული დააკავეს Pizza Fan-ის საგადასახადო სკანდალი კუნძული ხიოსის მაცხოვრებლები აეროპორტის დროებითი დაკეტვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი: 1940 წლის ისტორიული „არა“ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მარა... ბერძნების ისტორიულ მეხსიერებაში 28 ოქტომბრის „არა“ დომინირებს რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი ალექსანდრუპოლი: 17 წლის გოგონა ხიდიდან ვარდნის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებებით გარდაცივალა 21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
კვირა, ოქტომბერი 25, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: შობადობის კლების ტემპი შენელდა

საბერძნეთი: შობადობის კლების ტემპი შენელდა

საბერძნეთში 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში შობადობის კლების ტემპის მნიშვნელოვანი შენელება დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში 43 339 ბავშვი დაიბადა. არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, წლის ბოლოს დაახლოებით 65 ათასამდე ახალი სიცოცხლე შეემატება ქვეყანას, თუმცა საბოლოო მაჩვენებელი შესაძლოა უფრო მაღალი აღმოჩნდეს.

2025 წელს საბერძნეთში მხოლოდ 66 532 დაბადება დაფიქსირდა. აღნიშნული 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. ბოლო წლებში შობადობის რაოდენობა თანმიმდევრულად მცირდებოდა: 86 390 – 2021 წელს, 77 106 – 2022-ში, 72 244 – 2023-ში და 69 675 – 2024-ში. 2026 წლის მონაცემები ამ კლების ტემპის დაახლოებით 50%-ით შენელებაზე მიუთითებს.

დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საბერძნეთში ოჯახების მხარდასაჭერი ახალი ზომების გატარება იგეგმება. სამშვილიან ოჯახებს 2027 წლიდან საგადასახადო შეღავათები გაეზრდებათ, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კი მეოთხე და ყოველი მომდევნო ბავშვის დაბადებისას დახმარება დამატებით 1 000 ევროთი გაიზრდება. შესაბამისად, დახმარება მეოთხე ბავშვზე 4 500, მეხუთეზე 5 500, მეექვსეზე კი 6 500 ევრო იქნება.

ასევე იგეგმება ბავშვებისთვის საინვესტიციო ანგარიშის შექმნა, სადაც მშობლის მიერ შეტანილ თანხას სახელმწიფო თანაბარი ოდენობით, წლიურად მაქსიმუმ 1 200 ევრომდე, დააფინანსებს. დამატებითი ზომები შეეხება საცხოვრებელსაც. მრავალშვილიანი ოჯახებისთვის გაიზრდება შესაბამისი საცხოვრებლის ფართობის ლიმიტები და იგეგმება შეღავათიანი პირობები პროგრამაში „ჩემი სახლი III“.

ხელისუფლების შეფასებით, აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს არა მხოლოდ არსებული ოჯახების ფინანსურ დახმარებას, არამედ ახალგაზრდა წყვილების წახალისებას, რათა მათ მეტი შვილის ყოლის შესაძლებლობა ჰქონდეთ. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *