Latest news
სამოქალაქო დაცვის სისტემა: ცვლილებები, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გატარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზამთრის განრიგზე სექტემბრის დასაწყისიდან გადავა გაფრთხილება მძღოლებს, რომლებსაც მაღალი სიჩქარე იტაცებთ როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას
სამშაბათი, აგვისტო 25, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ციფრული სამუშაო ბარათების სისტემა 2026 წლის ბოლომდე ყველა სფეროში დაინერგება

საბერძნეთი: ციფრული სამუშაო ბარათების სისტემა 2026 წლის ბოლომდე ყველა სფეროში დაინერგება

საბერძნეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნიკი კერამეოსმა განაცხადა, რომ ციფრული სამუშაო ბარათის (Ψηφιακή Κάρτα Εργασίας) პროგრამა ორ ახალ საპილოტე ეტაპად გაფართოვდება და დამატებით 476 000 დასაქმებულს შეეხება.

ინიციატივის მთავარი მიზანია დასაქმებულთა უფლებების დაცვა, არადეკლარირებული და ნაწილობრივ დეკლარირებული შრომის შემცირება, ასევე სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა. ახალი გაფართოების შემდეგ სისტემაში ჩართული თანამშრომლების რაოდენობა დაახლოებით 2,5 მილიონს მიაღწევს.

მინისტრის განცხადებით, ციფრული სამუშაო ბარათი უზრუნველყოფს რეალურად ნამუშევარი დროის ზუსტ დაფიქსირებას და თანამშრომლებისთვის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურების სრულად გადახდას. მისი თქმით, ეს ხელს უწყობს როგორც მუშაკთა დაცვას, ასევე სამართლიან კონკურენციას ბიზნესებს შორის.

პირველი საპილოტე ფაზა 2026 წლის 2 ივნისიდან 11 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მოიცავს:

  • ჯანდაცვის სექტორს (საავადმყოფოები, სამკურნალო და დიაგნოსტიკური ცენტრები);
  • დასაქმების მხარდამჭერ მომსახურებებს;
  • ტელეკომუნიკაციებს;
  • მომსახურების გარკვეულ სფეროებს, როგორიცაა საპარიკმახეროები, სილამაზის ცენტრები და ქიმწმენდები;
  • შენობებისა და გარე სივრცეების დასუფთავების მომსახურებებს.

მეორე ფაზა 2026 წლის 29 ივნისიდან 15 ნოემბრამდე განხორციელდება და მოიცავს:

  • საკონსულტაციო და სარეკლამო მომსახურებებს;
  • სარემონტო საქმიანობას;
  • საწყობებსა და ლოგისტიკურ მომსახურებებს;
  • წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მართვას;
  • აზარტული თამაშების სექტორს.

საპილოტე პერიოდის განმავლობაში მთავრობა შესაბამის სექტორებთან კონსულტაციებს გამართავს, რათა სისტემა თითოეული დარგის სპეციფიკურ მოთხოვნებს მაქსიმალურად მოერგოს.

აღსანიშნავია, რომ ციფრული სამუშაო ბარათის დანერგვამ უკვე მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო. ზოგიერთ სექტორში დეკლარირებული ზეგანაკვეთური სამუშაო საათების რაოდენობა 1200%-მდე გაიზარდა, ხოლო 2025 წელს 2024 წელთან შედარებით 2,7 მილიონით მეტი ზეგანაკვეთური საათი დარეგისტრირდა. რაც ნათელს ხდის, რომ სისტემა ხელს უწყობს შრომითი ურთიერთობების გამჭვირვალობას და დასაქმებულთა უფლებების დაცვას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *