Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

რას ითვალისწინებს საბერძნეთის ეკონომიკის სამინისტროს ახალი კანონპროექტი 

რას ითვალისწინებს საბერძნეთის ეკონომიკის სამინისტროს ახალი კანონპროექტი 

საბერძნეთის ეროვნული ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა კირიაკოს პიერაკისმა 1 ივნისიდან საჯარო განხილვაზე ახალი კანონპროექტი გაიტანა, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეთა შემოსავლების მხარდაჭერასა და ენერგეტიკული კრიზისის უარყოფითი გავლენის შემსუბუქებას.

კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ქირის უკან დაბრუნების პროგრამის გაფართოებაა. დახმარებით ისარგებლებს უფრო მეტი მოქალაქე, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ოჯახები და მრავალშვილიანი ოჯახები. გარდა ამისა, გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვის, როგორიცაა მასწავლებლები და მედდები, გათვალისწინებულია დამატებითი ერთი თვის ქირის უკან დაბრუნებაც.

სახელმწიფო დავალიანებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაცია მოქალაქეებსა და ბიზნესებს საშუალებას მისცემს საგადასახადო და სოციალური დაზღვევის დავალიანებების დაფარვის ვადა 72 თვეზე გადაანაწილონ. პროგრამა შეეხება 2023 წლის 31 დეკემბრამდე დაგროვებულ ვალებს და მასში ჩართვისთვის საჭირო იქნება გარკვეული პირობების დაკმაყოფილება, მათ შორის საგადასახადო დეკლარაციების სრულად წარდგენა.

სახელფასო პოლიტიკის ნაწილში გათვალისწინებულია საჯარო მოხელეთა პენსიების ავტომატური გადახედვა მოქმედი ხელფასების ცვლილებების შესაბამისად. ასევე მოწესრიგდება მოსამართლეთა ანაზღაურების საკითხები, რათა შემცირდეს არსებული უთანასწორობები.

კანონპროექტი ამკაცრებს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ რეგულაციებსაც. გაიზრდება ონლაინ თამაშებიდან მიღებული მოგების დაბეგვრა, ხოლო დამატებითი შემოსავლები სოციალური პროგრამების დაფინანსებას მოხმარდება. ასევე გაძლიერდება კონტროლი არალეგალურ სათამაშო ვებგვერდებზე.

კანონპროექტი შეიცავს ცვლილებებს სახელმწიფო უძრავი ქონების მართვის მიმართულებითაც. მიზანია საცხოვრებელი ფონდის გაზრდა და საბინაო პრობლემების გრძელვადიანი შემსუბუქება.

კანონპროექტზე საჯარო განხილვა 15 ივნისამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ის საბერძნეთის პარლამენტს კენჭისყრისთვის წარედგინება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *