Latest news
საბერძნეთის პარლამენტი შშმ პირებისთვის პერსონალური ასისტენტის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალი უახლოეს დღეებში საბერძნეთში ჩავა ათერიდისი მის წინააღმდეგ წამოჭრილ კრიტიკას პასუხობს  დემოგრაფიული კრიზისის ფონზე საბერძნეთში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სტუდენტთა მობილობის წესის გამარტ... ღეორღიადის: იმედია დამნაშავე სამაგალითოდ დაისჯება - აუცილებლად მოვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას სიზმანოღლიოს საავადმყოფოში ხანძრის გაჩენის მიზეზი სიგარეტის ნამწვავი გახდა ჯავედ ასლამს საბერძნეთში თავშესაფრის სტატუსი შეუნარჩუნდა – ემიგრაციის სამინისტრომ ჯავედ ასლამის გასა... იოანნინა: არასრულწლოვანი ალკოჰოლური ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 2 პირს, რომელიც ვაღია ნესტორას მკვლელობის ბრალდებით დააკავეს გარემოსდაცვითი პროგრამა Plastic Free Greece 2026 სანტორინზე
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
საბერძნეთისამართალი

საბერძნეთი: ხანშიშესული მძღოლები მართვის მოწმობების გადავადებას ნაცნობი ექიმების დახმარებით ვეღარ შეძლებენ

საბერძნეთი: ხანშიშესული მძღოლები მართვის მოწმობების გადავადებას ნაცნობი ექიმების დახმარებით ვეღარ შეძლებენ

ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებას გეგმავენ პასუხისმგებელი ორგანოები საგზაო მოძრაბის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მარეგულირებელ კანონში.

ცვლილებათაგან ერთ-ერთი ხანშიშესულთათვის მართვის მოწმობების გადავადების პროცედურის გამკაცრებაა და ამასთანავე იგეგმება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაც მოტოციკლეტებისთვის, რათა ტრანსპორტი არ დაიქოქოს მანამ, სანამ მოტოციკლეტისტი ჩაფხუტს არ დაიხურავს.

დღესდღეობით ხანშიშესულ პირთათვის მართვის მოწმობის განახლებისთვის საკმარისია ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო დასკვნა. აღნიშნული პირები ხშირად ნაცნობი ექიმების დახმარებით ახერხებენ უპრობლემოდ გადაავადონ მართვის მოწმობები.

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარდგენილი ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს პროცესისთვის ელექტრონული მიმართულების მიცემას, სადაც იდიკას დახმარებით წვდომა ექნება პასუხისმგებელ ორგანოებს არამხოლოდ კონკრეტულ სამედიცინიო ცნობაზე, არამედ პაციენტის სრულ ისტორიაზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *