Latest news
6 ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული 59 წლის კაცი სასამართლოში გადაიყვანეს ელენიკოს პარკი - ათენის ახალი მწვანე სივრცე აგიტის მღვიმე - დრამაში მდებარე მიწისქვეშა იდუმალი სამყარო პროგრამა “პირადი დამხმარე” მუდმივ ხასიათს იძენს რუანდა და უგანდა ”დაბრუნების ცენტრების” 2 მთავარ ვარიანტად განიხილება დაინტერესებული პირები დასაქმების პროგრამაზე განცხადებების გაკეთებას 18 აგვისტომდე შეძლებენ საბერძნეთი: ატიკის გუბერნატორი ქალაქში მომრავლებული კოღოების წინააღმდეგ ზომებს იღებს საბერძნეთი: კიდევ ერთი თვითმკვლელობის შემთხვევა მეტროში საბერძნეთის სახელმწიფო ხანძრის შემდგომი ეროზიისა და წყალდიდობების პრევენციის სამუშაოებს იწყებს Marfin-ის საქმე: წინასწარი პატიმრობა შეეფარდა საქმის მესამე ბრალდებულსაც
ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი 8 მნიშვნელოვან ცვლილებას გაატარებს საცხოვრებლისა და შშმ პირთა მხარდაჭერის მიმართულებით

საბერძნეთი 8 მნიშვნელოვან ცვლილებას გაატარებს საცხოვრებლისა და შშმ პირთა მხარდაჭერის მიმართულებით

საბერძნეთის სოციალური ერთობისა და ოჯახის სამინისტრომ ახალი კანონი მიიღო, რომელიც ოთხ ცვლილებას შშმ პირთა მხარდაჭერისა და ოთხს საცხოვრებლის პოლიტიკის მიმართულებით ითვალისწინებს.

შშმ პირთათვის მთავარი სიახლეებია პერსონალური ასისტენტის პროგრამის გაფართოება, ადრეული მხარდაჭერის მუდმივ პროგრამად გადაქცევას რაც მოიცავს 0-6 წლის ბავშვებისთვის დახმარებას ითვალისწინებს, რათა მაქსიმალურად განვითარდეს მათი უნარები და მომავალში ნაკლები დაბრკოლება ჰქონდეთ როგორც შშმ პირებს, მხედველობის დარღვევის მქონე პირებისთვის სპეციალისტების მომზადება და საცხოვრებელი თუ სამუშაო გარემოს ადაპტაციის დაფინანსება.

საცხოვრებლის მიმართულებით სახელმწიფო უმოქმედო სამხედრო ბანაკების ტერიტორიაზე 2 000 სოციალურ ბინას მოაწყობს. ასევე გამარტივდება შენობებისა და მიწის დანიშნულების შეცვლის პროცედურები, გაფართოვდება დემოგრაფიული განვითარების პროგრამა, ხოლო იმ მფლობელებს, რომლებიც საკუთარ უძრავ ქონებას სოციალურ საცხოვრებლად ან შშმ პირთა საცხოვრებლისთვის გამოყოფენ, საიჯარო შემოსავალზე გადასახადი გაუუქმდებათ.

მინისტრ დომნა მიხაილიდუს განცხადებით, ახალი კანონის მიზანია მოქალაქეებისთვის მეტი დამოუკიდებლობის, მხარდაჭერისა და არჩევანის შესაძლებლობის შექმნა.

2019-2026 წლებში შშმ პირთა დასახმარებლად ბიუჯეტი 67%-ით გაიზარდა და 1,25 მილიარდ ევროს მიაღწია. სახელმწიფო ასევე ყოველწლიურად დამატებით დააფინანსებს პერსონალური ასისტენტის, ადრეული ჩარევის, ხელმისაწვდომობისა და ნახევრად დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამებს.

ახალი კანონი მიზნად ისახავს როგორც შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას, ისე ხელმისაწვდომი საცხოვრებლის რაოდენობის გაზრდას ქვეყნის მასშტაბით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *