Latest news
საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები
ორშაბათი, ნოემბერი 23, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სალონიკელმა ქირურგმა მეტაქსას თავდაცვითი ხაზის გასწვრივ 517 კმ გაირბინა და 1940 წელს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

სალონიკელმა ქირურგმა მეტაქსას თავდაცვითი ხაზის გასწვრივ 517 კმ გაირბინა და 1940 წელს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

სალონიკში მოღვაწე ზოგადმა ქირურგმა, სტერღიოს არაპოღლუმ, ჩრდილოეთ საბერძნეთის მთებში 15 დღეში 517 კილომეტრი გაირბინა, რათა პატივი მიეგო 1941 წელს მეტაქსას თავდაცვითი ხაზის დამცველი დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების ხსოვნისთვის.

3 ოქტომბერს მან მარშრუტი როდოპის ოლქში მდებარე ნიმფაიას სიმაგრიდან დაიწყო, ხოლო 18 ოქტომბერს სერესის ოლქის ზემო პოროიას მახლობლად დაასრულა. გზად მან როდოპის, ქსანთისა და დრამას ოლქებში მდებარე 21 სიმაგრე და ტყვიამფრქვევის საცეცხლე პოზიცია მოინახულა.

თითოეულ სიმაგრესთან არაპოღლუ ისტორიას იხსენებდა და არქივებში მოძიებული დაღუპული და დაკარგული სამხედროების სახელებს კითხულობდა. მისი მიზანი იყო დავიწყებას არ მისცემოდა იმ ჯარისკაცების თავგანწირვა, რომლებიც 1941 წლის აპრილში გერმანიის არმიის შეტევას იგერიებდნენ.

არაპოღლუ, რომელიც უკვე 25 წელია სალონიკის იპოკრატიოს საავადმყოფოში მუშაობს, გრძელ დისტანციებზე სირბილს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობის საშუალებად იყენებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *