Latest news
ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს ათენი-სალონიკის ავტომაგისტრალზე ხანგრძლივი საგზაო შეზღუდვები დაწესდება თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

სამუდამო პატიმრობა შეეფარდა 40 წლის კაცს, 13 წლის გოგონას არაერთგზის გაუპატიურებისთვის 

სამუდამო პატიმრობა შეეფარდა 40 წლის კაცს, 13 წლის გოგონას არაერთგზის გაუპატიურებისთვის 

სამუდამო პატიმრობა და 360 დღისთვის გირაო მიესაჯა 40 წლის კაცს კუნძული კოსიდან 13 წლის გოგონას არაერთგზის გაუპატიურებისთვის.

dimokratiki.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საქმის სიმძიმე კიდევ ერთხელ დაადასტურა პროცესზე არსებულმა ინტენსიურმა ემოციურმა და სოციალურმა დატვირთვამ. 

შეგახსენებთ, რომ კუნძულ კოსზე 40 წლის კაცი ყოფილი პარტნიორის 13 წლის ქალიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

სასამართლო პროცესი 12 იანვარს დახურულ კარს მიღმა დაიწყო. პროცესზე ჩვენება მისცა არასრულწლოვანის დედამ, რომელმაც განაცხადა, რომ ბრალდებული მის შვილზე 3 წლის განმავლობაში ძალადობდა. 

პროცესი 12 იანვრიდან მიმდინარეობდა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ სცნო შემდეგი სამართალდარღვევებისთვის:

  • არაერთგზის გაუპატიურება
  • 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის მიმართ ძალადობა – აღნიშნული ქმედების დამამძიმებელი გარემოებით, რაც მოცემულ შემთხვევაში მოძალადისა და ძალადობის მსხვერპლის ერთ ჭერქვეშ ცხოვრებაა
  • არართგზის სექსუალური ძალადობა მსხვერპლზე 12 წლამდე და 12 წლის ზემოთ.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვანის დედამ საჩივარი 2025 წლის 28 აპრილს შეიტანა პოლიციაში და გამოძიება მას შემდეგ მიმდინარეობს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *