Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

სამწლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა პოლიციელს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის

სამწლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა პოლიციელს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის

ათენის სამწევრიან სასჯელაღსრულების სასამართლომ ცოტა ხნის წინ სამწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა პოლიციელს, რომელიც დორა ბაკოიანისის სამსახურებრივი მანქანის მძღოლი გახლდათ. შეგახსენებთ რომ იგი 2021 წლის მარტში ვასილისის სოფიას გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფაში მოყვა. უბედურ შემთხვევას 23 წლის სტუდენტის იასონას ლალაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაცვის მხარემ სასამართლოს შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინება მოსთხოვა და განაცხადა რომ უბედურ შემთხვევამდე ბრალდებული კანონმორჩილად ცხოვრობდა და აღნიშული შემთხვევა მისი ყოველდღიური ცხოვრებისთვის უჩვეულო-უცხო იყო. დაცვის მხარემ სასამართლოს კიდევ ერთხელ მოუწოდა გაეთვალისწინებინა, რომ ბრალდებული განესაჯა არა მხოლოდ მომხდარი შემთხვევის არამედ მისი განვლილი ცხოვრების საფუძველზე.

თუმცა, ოლქის პროკურორმა შემამსუბუქებელი გარემოების გათვალისწინებაზე უარის თქმა მოითხოვა და განაცხადა, რომ ბრალდებულის ქცევა საერთოდ არ ჩანდა კანონიერი მაშნ, როცა საგზაო წესებს არღვევდა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *